დავით სონღულაშვილი „ბაბანეურის მარანში“
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში „ბაბანეურის მარანი“ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა. მარნის მოწყობისათვის შეღავათიანმა აგროკრედიტმა 500,000 ლარი შეადგინა.
მარანი, რომელიც წლიურად 8-დან 10 ათიათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ღვინის ექსპორტს ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
„ბაბანეურის მარანს“ ვენახები 11 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მარანში მუდმივად 5, სეზონურად კი 15 ადამიანია დასაქმებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარანში სტუმრობის დროს ქართული წარმოების ხელშესაწყობად მეწარმეების სახელმწიფოს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც ბატონმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი მცირე მარნები და შემდგომ მასთან დაკავშირებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა როგორც ქართული წარმოების, ისე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში 2013 წლიდან 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 900-ზე მეტ უნიკალურ ბენეფიციარზე ბანკების მიერ გაიცა 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,500-მდე სესხი, ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სააგენტოს თანადაფინანსებამ 120 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილთან ერთად „ბაბანეურის მარანს“ სტუმრობდნენ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია.