დარგებიმეცხოველეობასტატიები

DFA _ ამერიკის მერძევე ფერმერთა გაერთიანება

Dairy Farmers of America (შემოკლებით DFA) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველი და ცნობილი ტრანსნაციონალური მერძეული კოოპერატივია.  DFA დღეს აშშ-ში ყველაზე მსხვილი მერძეული გაერთიანება- კოოპერატივია, რომელიც  ამერიკის 48 შტატიდან 17 ათას ფერმერს აერთიანებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1996 წელს ოთხი წამყვანი ამერიკული მერძეული კოოპერატივის ხელმძღვანელი — რძის მწარმოებლების ასოციაცია (Associated Milk Producers), მერძევეები მიდ-ამერიცა (მიდ-ამერიცა დაირყმენ), მერძეული მარკეტინგის გაერთიანება (Milk Marketing, Inc), და დასავლეთის მერძეული კოოპერატივი Western Dairymen Cooperative), თავის გადასარჩენი სტრატეგიის განსახილველად შეიკრიბა. რეგიონული კოოპერატივები არ უნდა ჩამორჩენოდნენ საერთაშორისო მწარმოებლებს, ამიტომ გადაწყვიტეს გაერთიანება და 1998 წლის 1 იანვარს ჩამოაყალიბეს რძის მწარმოებელთა დამოუკიდებელი კოოპერატიული ასოციაცია (გაერთიანება), Dairy Farmers of America (DFA).

მას შემდეგ გაერთიანებას კიდევ ხუთი კოოპერატივი  — ვირჯინიის  (Valley of Virginia Milk Producers Association), ბლაცკ ჰილლის Black Hills (Black Hills Milk Producers), კალიფორნიის (California Cooperative Creamery (CalGold) რძის მწარმოებლები შეუერთდნენ.  ისინი გაერთიანდნენ კოოპერატივში იმისათვის, რომ გაეძლიერებინათ წარმოება და გამოეყენებინათ DFA -ის წევრობის უპირატესობები.

DFA -ის მოდელი ფერმერებისათვის წარმატებული გახდა და უკვე 1999 წელს DFA ა-მა ძლიერი კომპანია „მერძეული მარკეტინგის მომსახურებები“ (Dairy Marketing Ser­vi­ces) (DMS)  შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი მწარმოებლებისა და კოოპერატივის წევრების რძის გაყიდვასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის ბრენდების პოპულარიზაციას ეწევა.

ერთობლივი საწარმოები და პარტნიორული ურთიერთობები აქვს საკვებისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან.

მომსახურებები წევრებისთვის შეიძლება დავყოთ ექვს ძირითად მიმართულებად — დაზღვევა, ფინანსები, პირუტყვის საბალახო, ენერგეტიკა, ფერმის მიწოდებების და რისკების მართვა, ლიდერობის განვითარების პროგრამები. გარდა ამისა, DFA -ის ასევე შექმნილი აქვს სპეციალური ფონდი DFA Ca­res Foundation, რომელიც ხელს უწყობს სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრას. პერსპექტიულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ კარიერის შექმნა მერძეული ან საკვების წარმოების ბიზნესის მიმართულებით, ყოველწლიურად აძლევს სტიპენდიას.

 

DFA -ის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კოოპერატივის წევრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, კონკურენტებთან და გაერთიანებებთან მაღალი ეთიკური სტანდარტებით ურთიერთობა წარმოადგენს. ზუსტად საამისოდ შემუშავდა DFA -ის კოდექსი, რომელშიც მოცემულია სტანდარტები და სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები. ძირითად სტანდარტებს შორის არის მომწოდებელთა ფასების გამჭვირვალობა, პერიოდული აუდიტორული შემოწმებები, პროდუქციის სერტიფიცირება, შიდა და გარე ანგარიშგება, ასევე დფა-ის წევრთა სპეციალური მომზადება.

ბიუჯეტის დაახლოებით 18% იხარჯება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე და პროცესის მაქსიმალურად ბუნებრივი იერის შესანარჩუნებლად. კერძოდ, DFA -ის ქარხნები და ოფისები ცდილობენ მოიხმარონ ენერგიის მცირე რაოდენობა, გამოიყენონ განახლებადი ენერგიის წყაროები — ძროხის ნაკელისგან მიღებული მეთანი — ბუნებრივ აირად, მაქსიმალურად აითვისონ მზისა და ქარის ენერგია.

რძის პროდუქტებისთვის საჭირო შეფუთვის შემცირებით ნარჩენების წარმოების შემცირება კომპანიის სტრატეგიის ნაწილია. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საწვავის ეკონომიას, რაც ხორციელდება სატრანსპორტო მარშრუტების ოპტიმიზაციით, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც „პასიური მონიტორინგის“ სახელითაა ცნობილი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“