ძროხის ჯიშის შერჩევა

ფერმერმა  მეურნეობა მომგებიანი რომ  გახადოს, ძროხის ჯშების შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის პირობებში ფერმერის არჩევანი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პირად მოსაზრებებზე, მაგრამ ამისათვის მას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია ძროხის არსებული ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიურ თავისებურებებზე და აგრეთვე იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებს დაეყრდნოს ამ საკითხის გადაწყვეტისას.

ამ პროცესზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის: მოცემულ ზონაში გავრცელებულმა ჯიშმა, რძის წარმოების ტექნოლოგიამ, პროდუქციის რეალიზაციის ბაზარმა, ჯიშის გასუქების უნარიანობამ, საკლავმა პროდუქტიულობამ და სხვ. მოკლედ შევეხოთ მათ მნიშვნელობასა და გავლენას კონკურენტუნარიანი ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებაზე:

  1. პირადი მოსაზრებები: ისევე როგორც ყველა ადამიანს, ფერმერსაც აქვს გარკვეულ საგანზე თავისი მოსაზრება. ზოგიერთები ამას მეგობრების, ახლობლების ან სხვათა გავლენით ხსნიან, როგორც წესი, ჯიშის შერჩევისას ფერმერი, არცთუ იშვიათად, მეტ ყურადღებას ცხოველის ფერსა და ნიშნებს, ტემპერამენტს, სიმკვირცხლესა და სიცოცხლისუნარიანობას აქცევს. ცხადია, გამოცდილი მეურნე ჯიშს ირჩევს, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ანუ რომელი ჯიშის ძროხას შეუძლია მეტი სარგებლის მოტანა.

ეს პროცესი საეჭვო მოსაზრებებს არ უნდა ეფუძნებოდეს, რომელთა გათვალისწინება მეტ-ნაკლებად დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც შერჩევის სხვა ობიექტური მეთოდის გამოყენება შეუძლებელია.

  1. კონკრეტული ჯიშის ძროხის გარემო პირობებთან შეგუების უნარი: პრობლემა, საქართველოს ბარის რაიონების სუბტროპიკული კლიმატის თავისებურებების გამო, მეტად მწვავედ დგას. საქმე ის არის, რომ დღეს არსებული ძროხის ყველა თანამედროვე კულტურული ჯიში ჩამოყალიბებულია ზომიერ და გრილ კლიმატურ ზონებში და მეტ-ნაკლები სიძლიერით რეაგირებს გარემო პირობების შეცვლაზე, რაგდანაც ეს დამოკიდებულია არა მარტო მოვლა-შენახვის პირობების (ზოოჰიგიენური პარამეტრების), არამედ საკვების ქიმიური შედგენილობისა და, მაშასადამე, ხარისხობრივი მაჩვენებლების ცვალებადობასთან.

აღსანიშნავია, რომ გარემო პირობებთან შეგუების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია პირუტყვის მთელი წლის მანძილზე ბაგურად შენახვისას, რომლის ეფექტურობის საკითხი ბიზნესპროექტის დამუშავებისას უნდა დასაბუთდეს.

  1. ხორცის წარმოებისათვის ჯიშის ვარგისიანობა: რამდენადაც ჩვენში სპეციალიზებული სახორცე მეძროხეობა განვითარებული არაა, ხორცის წარმოების ერთადერთი წყაროა სარძეო და კომბინირებული ჯიშები. აქედან გამომდინარე, ჯიშის შერჩევისას, სახორცე პროდუქტიულობის პოტენციურ შესაძლებლობასა და ხორცის ხარისხის მაჩვენებლებს ფერმერები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სპეციალიზებული სახორცე მეძროხეობა.

რა თქმა უნდა, კომბინირებული მიმართულებისადმი ერთგვარი ეჭვი, რომელსაც გამოთქვამენ აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ფერმერები და სელექციონერები, უდავოდ გასათვალისწინებელია. საქართველოს მეძროხეობაში არსებული მდგომარეობა და ხორცის ბაზრის მოთხოვნილება აიძულებს ფერმერებს გარკვეული ყურადღება მიაქციონ შერჩეული ჯიშის სახორცე პროდუქტიულობასაც. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ წარმოიქმნება ადგილზე წარმოებული რძის რეალიზაციის პრობლემა და ფერმერები იძულებულნი არ იქნებიან, შეამცირონ სარძეო მიმართულების ფურების სულადობა და მოაშენონ სახორცე ჯიშები.

ძროხის ჯიშების გაუმჯობესების გზები

მეძროხეობის განვითარებისათვის მთავარი ამოცანაა პირუტყვის გენეტიკური რესურსების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით პირველი რიგის ღონისძიებაა შემდგომი განვითარებისათვის არსებული ჯიშობრივი რესურსების გამოყენების საერთო სისტემა შემუშავდეს. პრაქტიკულად გენეტიკური რესურსების მდგომარეობა დამოკიდებულია ადგილობრივი, გაუმჯობესებული და აბორიგენული ჯიშების შენარჩუნებაზე.

ადგილობრივ ჯიშებს ახასიათებს გარემოს პირობებთან შემგუებლობის უნიკალური უნარი, ბუნებრივი საძოვრების ეფექტური და რაციონალური გამოყენება, პროდუქციით საკვების მაღალი ანაზღაურება და ზოგიერთი დაავადებებისადმი ორგანიზმის მაღალი რეზისტენტულობა. მაგალითად, მეგრული წითელი ჯიშის ძროხები მთელი წლის განმავლობაში ისეთ დაჭაობებულ საძოვრებს იყენებენ, სადაც სხვა კულტურული ჯიშის პირუტყვს გავლაც კი გაუჭირდებოდა.

დღეს ადგილობრივი ჯიშების საკმაოდ დაბალი პროდუქტიულობა იმით აიხსნება, რომ არ არსებობს სანაშენე მეურნეობები და აბსოლუტურად უგულებელყოფილია სასელექციო მუშაობა, პრობლემად რჩება მდგრადი საკვები ბაზით ცხოველების უზრუნველყოფა. არადა ადგილობრივი ჯიშების ფურებს სათანადო და გაუმჯობესებულ პირობებში ნამდვილად აქვთ პოტენციალი, რამდენიმეჯერ გაზარდონ რძის პროდუქტიულობა, რძის ცხიმიანობის შეუცვლელად, და შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ცნობილ სარძეო ევროპულ ჯიშებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ უკანასკნელთა სანაშენე გამოყენების ეფექტურობის გაზრდას ძვირფასი შიდაჯიშობრივი გენოფონდის საფუძველზე.

საგენოფონდო სულადობის გამრავლების საფუძველია ხალასჯიშიანი მოშენება, აუტბრედული (არანათესაური) ჯგუფობრივი წყვილების შერჩევის ტიპით და ხაზების როტაციით. ნახირში უნდა იყოს 3-დან 5-მდე სხვადასხვა გენეალოგიური ხაზები 2-2 კურო-მწარმოებლით თითოეულში. ასეთ შეკრულ პოპულაციებში ინბრიდინგი სასურველი აღარაა.

ცნობილია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ძვირფასი ენდემური ჯიშების გენოფონდის მდგომარეობა არასახარბიელოა. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და სანაშენე საქმიანობა ფაქტობრივად თავიდან უნდა დაიწყოს.

აბორიგენული ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი გამოყენება-განვითარების არაერთი მცდელობის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზების გამო, დასახული ღონისძიებები სრულფასოვნად ბოლომდე ვერ განხორციელდა და, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ახლებური მიდგომების ჩამოყალიბებას საჭიროებს.

გენეტიკური რესურსების გაუმჯობესების მეორე გზა სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა.

ბოლო წლებში სარძეო ჯიშის პირუტყვის უცხოეთიდან შემოყვანაზე საკმაო თანხები იხარჯება. თუმცა, ტრანსპორტირების სტრესული პირობები და, რაც მთავარია, შემოყვანილი ცხოველების ახალ საარსებო გარემოსთან ცუდი ადაპტაცია-აკლიმატიზაცია და მდგრადი საკვები ბაზის უქონლობა განაპირობებს ამ ცხოველების დაბალ პროდუქტიულობას, რაც ფერმერთა ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, უცხოური ჯიშების შემოყვანასთან ერთად, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ადგილობრივ ჯიშებს და მათ შორის სასელექციო მუშაობის წარმართვას.

ძროხის გავრცელებული ჯიშების სარძეო პროდუქტიულობის პოტენციის ამაღლების ძირითადი მეთოდი არის ხალასჯიშიანი მოშენება მსოფლიო გენოფონდის მაღალპროდუქტიული ნათესაური ჯიშების გენოტიპის გამოყენებით. ქართულ ჯიშებში ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ კავკასიურ წაბლა ჯიშსა აქვს, რომელიც შვიცური ჯიშის მონათესავეა.

მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით არსებული სარძეო ჯიშების სრულყოფისათვის, მოთხოვნილებების გათვალისწინებით, იქმნება ახალი ჯიშსშიგნითა, ან ზონალური ტიპები. სანაშენე საქმიანობის ეფექტურობას აფასებენ ფურების გენეტიკური პოტენციალის სიდიდით, რომელიც სელექციის შედეგად არის მიღებული.

ძროხის ძირითადი სასელექციო თვისებებია: 305 დღიური მონაწველი, ცხიმის და ცილის შემცველობა რძეში (პროცენტულად), რძის ცხიმისა და ცილის რაოდენობა, ცოცხალი მასა, ცხოველების კონსტიტუცია-ექსტერიერი, საკვების ანაზღაურება და ა.შ.

მემკვიდრულობის მნიშვნელობა

სარძეო პროდუქტიულობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: ცხოველის მემკვიდრეობა, მოვლა-შენახვის პირობები, საკვების ხარისხი და კვება, ლაქტაციის პერიოდი, სერვისპერიოდი, მშრალობის პერიოდი, მოგების სეზონი, ცოცხალი მასა, ასაკი, ფურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფურების სარძეო პროდუქტიულობას, არის მემკვიდრეობა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ თეორიულად მეძროხეობაში გენეტიკური გაუმჯობესების ტემპი ხალასჯიშიანი მოშენებისას 3000 კგ-იან საშუალო წველადობის ნახირში შეადგენს 1,4-2%-ს, ანუ 45-60 კგ-ს წელიწადში. ადგილობრივი ჯიშების არსებული პროდუქტიულობის დონის გათვალისწინებით ეს მაჩვენებლები შეადგენენ, შესაბამისად: კავკასიური წაბლა ჯიშში 41-55 კგ-ს (საშუალო წველადობა 2730 კგ წელიწადში), ქართული მთის ძროხაში 17-23 კგ-ს (საშუალო წველადობა 1140 კგ) და მეგრულ წითელ ძროხაში 19-26 კგ-ს (საშუალო წველადობა 1300 კგ).

ცნობილია, რომ სარძეო პროდუქტიულობაზე მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ფაქტორების გავლენა სრულიად განსხვავებულია. რძის რაოდენობა ძირითადად (75-80%-ით) დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ხოლო რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობა, პირიქით, ძირითადად მემკვიდრეობით არის განპირობებული.

სარძეო პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სელექციის პროცესის სწორი წარმართვა. პირველ ეტაპზე ეს ითვალისწინებს შედარებით მაღალპროდუქტიული და სასურველი ნიშან-თვისებების მქონე ფურების გადარჩევას, შემდგომ კი წყვილების შერჩევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას.

ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ გაუმჯობესებულ და აბორიგენულ ჯიშებში, გარემო პირობებთან უნიკალური შემგუებლობის უნარის, ბუნებრივი საძოვრების ეფექტური და რაციონალური გამოყენებისა და ზოგიერთი დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტულობის განვითარებასთან ერთად, პროდუქტიულობაც გაიზარდოს.

რაც შეეხება შერჩევის მეთოდებს, ეს პრობლემა დღემდე ყველაზე რთული და ნაკლებად გამოკვლეული საკითხია. ხალასჯიშობრივი მოშენებით მიღებულ შთამომავლობაში არცთუ ისე იშვიათია გენეტიკური პოტენციალის არაერთგვაროვანი რეალიზაცია. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიშობა მშობლების გენოტიპების ურთიერთქმედება, რომელიც პოლიგენურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, გარემო პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნიშან-თვისებების ფორმირებაზე.

საკითხი ფურის სარძეო პროდუქტიულობის მემკვიდრეობით გადაცემაზე დღემდე არ არის სრულფასოვნად გაშუქებული. სარძეო პროდუქტიულობის მემკვიდრეობით გადაცემა ბევრად რთულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სხვა უფრო მარტივი ნიშან-თვისებები, მაგ., ცხოველის ფერი, სქესი და სხვ. სარძეო და სახორცე პროდუქტიულობა პოლიგენური ნიშან-თვისებებია და ამიტომ მემკვიდრულობს შუალედური ფორმით. ამ თვისების მემკვიდრეობით გადაცემაზე უფრო მეტი გავლენა დედ-მამას აქვს, ვიდრე შორეულ წინაპრებს.

სარძეო პროდუქტიულობის მემკვიდრეობით გადაცემის რთული მექანიზმი განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ფურის დღეღამური მონაწველი დამოკიდებულია მიღებული საკვების რაოდენობაზე და ხარისხზე. ამიტომ, როგორი მაღალი გენეტიკური თვისებებიც არ უნდა ჰქონდეს ფურს, თუ ის არ იღებს მისთვის აუცილებელ საკვებს, პროდუქტიულობასაც ვერ გამოავლენს. იმავდროულად საკვების მიღება რძის წარმოსაქმნელად ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფურის საკვების გადამამუშავებელ ორგანოთა რთული სისტემა კარგადაა განვითარებული. სწორედ ამაზე არის დამოკიდებული მთელი რიგი ნიშან-თვისებების განვითარება.

რძის წარმოსაქმნელი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლის შედგენილობა და ორგანიზმის ნივთიერებითა ცვლის ტიპი. ამ შემთხვევაში დიდ როლს ასრულებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც კავშირშია სხვა თვისებების კომპლექსთან. მაშასადამე, ფურების სარძეო პროდუქტიულობა მრავალი მემკვიდრეობითი ფაქტორითაა განპირობებული.

კურო-მწარმოებლების მნიშვნელობა

პირუტყვის ჯოგის გასაუმჯობესებლად  კურო-მწარმოებლებს წამყვანი ადგილი უჭირავთ.

რძის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად განვითარებული მეძროხეობის ქვეყნებში ინერგება ხელოვნური დათესვლა, რისთვისაც მონაშენის ხარისხით შეფასებული, გამაუმჯობესებელი კურო-მწარმოებლების სპერმას იყენებენ.

სარძეო პირუტყვის გაუმჯობესებას ძირითადად ასახავს კურო-მწარმოებლების მონაშენის პროდუქტიულობისა და სხვა მაჩვენებლების შედარება სხვა მწარმოებლის ფურშვილების მაჩვენებლებთან. გაუმჯობესების მისაღწევად სარძეო მეძროხეობაში შემუშავებულია საერთო დებულებები, რომელთა არსი შემდგომში მდგომარეობს:

სანაშენოდ გადარჩეული ყველა კურო-მწარმოებელი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს შთამომავლობის ხარისხის მიხედვით;

მწარმოებლების შემოწმება, მათი ფურშვილების პროდუქტიულობისა და სხვა თვისებების მიხედვით, უნდა ჩატარდეს ისეთ ფერმებში, სადაც პროდუქტიულობის საშუალო დონე 3000 კგ-ზე ნაკლები არაა.

მწარმოებლებს აფასებენ ერთ სპეციალიზებულ მეურნეობაში ან რამდენიმე ფერმაში, ამასთანავე თითოეულ მათგანში უნდა შემოწმდეს არანაკლებ 3 მწარმოებელი.

კურო-მწარმოებლების სანაშენე თვისებებს აფასებენ მათი ფურ-შვილების სარძეო პროდუქტიულობისა (მონაწველი 1 ლაქტაციაზე, რძის ცხიმიანობა და ცილიანობა) თანატოლების მონაცემებთან შედარებით. ამასთან ერთად ითვალისწინებენ ფურ-შვილების და დედების შემდეგ სამეურნეო-სასარგებლო თვისებებს: ცოცხალი მასა, მანქანური წველისადმი ვარგისიანობა, რძის გაცემის სისწრაფე, სხეულის აგებულება, აგრეთვე შესაფასებელი კუროს აღწარმოების უნარს (ტემპერამენტი, სპერმის რაოდენობა და ხარისხი, გაყინვისთვის ვარგისიანობა, განაყოფიერების უნარი). ეს მაჩვენებლები გამოიყენება ცხოველების გადარჩევა-შერჩევის, სანაშენე ცხოველებზე ფასების დადგენისა და სპერმის რეალიზაციის დროს.

მნიშვნელოვანია, სწორად ჩატარდეს შთამომავლობის ხარისხით შესაფასებელი კურო-მწარმოებლების გადარჩევა და გამოზრდა. ამისათვის ყოველწლიურად საუკეთესო მეურნეობებში ამოარჩევენ ყველაზე მაღალპროდუქტიულ ფურებს, რომელთაგან გამოყოფენ სადედე ჯგუფს, ანუ მომავალი კუროების დედებს და მათ ანაყოფიერებენ საუკეთესო კურო-მწარმოებლების სპერმით.

სადედე ფურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნილებებს: ჯიშიერება — არანაკლებ ჳვ თაობისა, 305 დღის მონაწველი — ჯიშის სტანდარტის 150% და მეტი, რძეში ცხიმის შემცველობა — ჯიშის სტანდარტზე 0,2% მეტი, ცოცხალი მასა — ჯიშის სტანდარტზე მეტი, ცური — მოცულობიანი, აბაზანისებრი ან მომრგვალებული ფორმის, შეფასებული არანაკლებ 3 ქულით, კომპლექსური კლასი ელიტაზე არანაკლები.

ფურების გადარჩევა იწყება სანაშენე დოკუმენტაციის შესწავლით, შემდეგ კი ადგილზე ნახვით და, ბოლოს, დამტკიცდება მომავალი მწარმოებლის დედად.

სარემონტო კუროების მამებად გამოიყენება შთამომავლობის ხარისხით შეფასებული საუკეთესო კურო-გამაუმჯობესებლები. მათ უნდა მინიჭებული ჰქონდეთ ა1 კატეგორია ფურშვილების მონაწველის მიხედვით, და ბ1 — სანაშენე კატეგორია რძის ცხიმიანობით. იმ შემთხვევაში, თუ კურო-მწარმოებელი არ არის შეფასებული შთამომავლობის ხარისხით, მაშინ მისი დედის და მამის დედის მონაწველი უნდა იყოს ჯიშის სტანდარტის არანაკლებ 200%, ხოლო რძის ცხიმიანობა სტანდარტზე 0,2% მეტი.

მიღებულ კუროებს 10 თვის ასაკში მიღებული საერთო მეთოდიკით აფასებენ სქესობრივ აქტივობასა და სპერმის ხარისხზე. არსებული მონაცემებით, ერთი კურო-მწარმოებლის ფასი 95 ტ რძის ღირებულების ტოლია, ხოლო მისი გამოყენებით მიღებული მოგება საშუალოდ 3,5-5,5 ათას ტ რძის ტოლფასია.

გამაუმჯობესებლების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. დღეისათვის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრების და/ან სადგურების ფორმირება სარძეო მეძროხეობაში ხორციელდება იმ მწარმოებლების ხარჯზე, რომლებიც თავად მიიღებიან სანაშენედ ძვირფასი გენოფონდის მქონე ცხოველებისაგან.

რუსუდან ბარკალაია

სოფლის მერუნეობის მეცნიერების დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

20 thoughts on “ძროხის ჯიშის შერჩევა

  • 07/07/2021 at 22:43
    Permalink

    Hey, I think your site might be having browser compatibility issues.

    When I look at your website in Safari, it looks
    fine but when opening in Internet Explorer, it has some overlapping.
    I just wanted to give you a quick heads up! Other then that, terrific blog!

  • 08/07/2021 at 04:01
    Permalink

    My partner and I absolutely love your blog and find the majority of your post’s to be what precisely
    I’m looking for. Do you offer guest writers to write content to suit
    your needs? I wouldn’t mind writing a post or elaborating on some of the subjects you write in relation to here.

    Again, awesome blog!

  • 08/07/2021 at 22:44
    Permalink

    Your style is so unique in comparison to other folks I’ve read stuff from.

    Thank you for posting when you have the opportunity, Guess I’ll
    just bookmark this page.

  • 09/07/2021 at 05:39
    Permalink

    We are a gaggle of volunteers and starting a brand new scheme in our community.
    Your web site provided us with valuable info to paintings on. You’ve done an impressive process and our
    entire group shall be grateful to you.

  • 09/07/2021 at 06:53
    Permalink

    I still cannot quite believe that I could often be one of those reading
    the important recommendations found on your site. My family and I are truly thankful for your generosity and for offering me the advantage to
    pursue my own chosen profession path. Appreciate your sharing the important information I managed
    to get from your site.

  • 10/07/2021 at 09:16
    Permalink

    A motivating discussion is definitely worth comment.
    There’s no doubt that that you ought to write more on this subject, it might not be a taboo matter but typically people do not talk about these topics.
    To the next! Kind regards!!

  • 28/08/2021 at 12:53
    Permalink

    Genuinely no matter if someone doesn’t be aware of then its up to other visitors that they will assist, so here it happens.

  • 29/08/2021 at 21:47
    Permalink

    It’s hard to come by experienced people about this subject, however, you seem
    like you know what you’re talking about! Thanks

  • 01/09/2021 at 18:48
    Permalink

    Hurrah! At last I got a website from where I can in fact obtain helpful data concerning my study and knowledge.

  • 01/09/2021 at 19:45
    Permalink

    Hi there mates, fastidious paragraph and fastidious urging commented at this
    place, I am truly enjoying by these.

  • 02/09/2021 at 20:04
    Permalink

    Interesting blog! Is your theme custom made or did you download
    it from somewhere? A theme like yours with a few simple adjustements would really make
    my blog stand out. Please let me know where you got your
    design. Kudos

  • 04/09/2021 at 05:30
    Permalink

    Greetings! Very useful advice in this particular post!

    It’s the little changes that make the greatest changes.
    Many thanks for sharing!

  • 04/09/2021 at 23:22
    Permalink

    Thanks a bunch for sharing this with all of us you actually realize what you are talking approximately!
    Bookmarked. Kindly also discuss with my web site =). We may have a
    link alternate agreement between us

  • 06/09/2021 at 12:21
    Permalink

    When I initially commented I clicked the “Notify me when new comments are added” checkbox and
    now each time a comment is added I get three emails with the same comment.
    Is there any way you can remove me from that service?
    Thank you!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.