ძველი არმენები და ვაზის და ღვინის კულტურა (ვაზისა და ღვინის კულტურის ისტორიისათვის)

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2014 წლის მე-10 ნომერში დაბეჭდილ წერილში ასეთი რამ ამოვიკითხე: „ერთ-ერთმა უცხოელმა მომხსენებელმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე განაცხადა: რომ თურმე მსოფლიო მევენახეობა- მეღვინეობის საწყისი, კერა და აკვანი სომხეთი ყოფილაო“.
ეს წერილიც ამის პასუხად დაიწერა. სიმართლე ერთია და ის ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

დიდი ხანია ბოტანიკოსებმა ამიერკავკასიის ტერიტორია ვაზის და ღვინის აკვნად აღიარეს. რადგან საქართველოს ბუნებრივი  კლიმატური პირობები ვაზის ზრდა განვითარებისათვის იდეალურია და არქეოლოგების მიერ მიკვლეული არტიფაქტები ამასვე ამტკიცებს, ამიტომ ვაზის კულტურის საწყისად, სწორედ საქართველო მიიჩნიეს.

ცნობილია, რომ სომხები, ერთ-ერთ უძველეს ერად მიიჩნევენ თავს (არა მარტო ამიერკავკასიაში), ამიტომ ცხადია მათ გაუჩნდათ სურვილი, მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პიონერად მათი წინაპარი იწოდებოდეს. ამ თავითვე უიმედო საქმის ხორცშესხმას მცდელობას არ აკლებენ. სამწუხაროდ, სომხები ამ ავანტურაში მარტონი არ არიან და რამდენიმე მხარდამჭერიც გაიჩინეს დასავლეთში, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ სომხეთის ბუნებრივ-კლიმატური პირობები ვაზის ზრდა-განვითარებისთვის არაკეთილსაიმედოა და ვაზი, მიწაში დაფვლის ან გადახურვის გარეშე ვერ იზამთრებს, იყინება. ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთში მოზარდი ველური ვაზიდან მიღებულმა კულტურულმა ფორმებმა გაკულტურების შემდეგ, მშობლის ყინვაგამძლეობის უნარი ვერ მიიღო. ეს რომ მცენარეთა გენეტიკის უარყოფაა, მათთვის არც ესაა დაბრკოლება. მათდა სამწუხაროდ, გარდა სომეხი და სომხური სინდრომით შეპყრობილი მკვლევარებისა, არის ძველი მსოფლიოს ისტორიის უამრავი მკვლევარი, რომელთა ობიექტურ კალამს სიმართლეს ვერ დაუმალავ.  წინამდებარე წერილიც სწორედ მათ კვლევებს ეყრდნობა.

სომეხთა მიერ ვაზის და ღვინის საწყისად სომხეთის აღიარების გზაზე ბევრ სხვა მიზეზთან ერთად არის კიდევ ერთი ფრიად სერიოზული დაბრკოლება; კერძოდ: თვით სომეხი ხალხისა და სომხეთის ტერიტორიაზე ვაზის და ღვინის კულტურის გავრცელების ისტორიები. რომელი ისტორიებიც დადასტურებულია წერილობითი წყაროებით და არქეოლოგიური მასალებით, ამიტომ ამ ფაქტებს ვერცერთი საღად მოაზროვნე მეცნიერი ვერ უარყოფს. ამ მასალებში კი ნათლად ჩანს, რომ სომეხი ერი, არც ისე ძველია, მეღვინეობის პიონერობაზე რომ განაცხადოს პრეტენზია. მეღვინეობა მათზე, სულ მცირე, ხუთჯერ უფროსია.

სომეხი ხალხის ისტორია, კარგადაა შესწავლილი. სომხეთის ისტორიაზე უამრავ სხვა კვლევასთან ერთად, არის გამოჩენილი რუსი ისტორიკოს-მკვლევარის პროფ. იგორ დიაკონოვის მონოგრაფია, რომელიც თავისი მეცნიერული ღირებულების გარდა, იმითაც არის საყურადღებო, რომ ის 1968 წელს თავად სომხებმა გამოსცეს ერევანში. აღსანიშნავია, რომ არც ერთ სომეხ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არანაირი კრიტიკული შენიშვნა არ დაუწერია აღნიშნულ წიგნზე. ეს კი თავისთავად იმის დასტურია, რომ ისინი, ერთსულოვნად ეთანხმებიან მეცნიერის კვლევებს და დასკვნებს, სომეხი ხალხის წარმოშობის, მათი ყოფა-ცხოვრების და სამეურნეო საქმიანობის შესახებ (თუ რა თქმა უნდა მათ ამ დუმილში სხვა ქვენა აზრი არ იყო ჩადებული).

რუსი მეცნიერის ვერსიით, ძველი არმენების სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ზემო ევფრატის დაბლობზე მცხოვრები სამი ხალხის ხურიტების, ლუვიელების და სომხური წარმოშობის მუშკების (შესაძლებელია ურუმებისაც) შერწყმის შედეგად ძვ.წ.XII-VI საუკუნეებში უნდა დაწყებულიყო. ყველა ეს ხალხი თავის ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის ერთმანეთის ენასაც იყენებდნენ.

პროფ. დიაკონოვი წერს: ურარტუს მეფემ არგიშტი I-მა, ურარტუს საზღვრების გაფართოების მიზნით, დალაშქრა ევფრატის დაბლობი და შეუერთა ურარტუს. მანვე ძვ.წ. 782 წ. თანამედროვე ერევნის ადგილზე დააარსა ციხესიმაგრე „ერებუნი“ და ჩაასახლა ხალხი, რომლებიც დაპყრობილი ცუპიდან და ხეტედან წამოიყვანა. ორივე ეს დასახლება ევფრატის დაბლობზეა, აქ კი, როგორც ვიცით ცხოვრობდნენ სომხურ, ლუვიურ და ხურიტულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ამ ხალხის ერებუნის ციხე სიმაგრის ტერიტორიაზე ჩასახლება, იმას ნიშნავს, რომ ამ დროიდან „არმენები“ და მათ ენაზე მოლაპარაკე ხალხები, ურარტუს მოსახლეობის ნაწილი გახდა.

ამის შემდეგ ურარტების სახელმწიფოს ცხოვრებაში გადის დაპყრობითი და თავდაცვით აღსავსე  ორი საუკუნე. ძვ. წ. 605 წელს მიდიელების მიერ დაპყრობილ იქნა ასურეთისა და ურარტუს ნაწილი, ხოლო ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სახელმწიფო მთლიანად დაიპყრო ასურეთმა, ამგვარათ ურარტუმ არსებობა შეწყვიტა. მის ადგილზე კი ჩნდება არმენების სახელმწიფო, რომელიც ამ დროიდან ბერძნულ და სპარსულ წყაროებში ამ სახელით იხსენიება.

არის კიდევ მეორე ვერსია, რომლის შესახებ წერს ადრე შუა-საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი. ამ ისტორიკოსის მიერ დაწერლი „უძველესი არმენების ისტორიის“ შესახებ ი. დიაკონოვი თავის მონოგრაფიაში წერს შემდეგს:

„Моисей Хоренский, раннесредневековый армянский историк, пользуясь неизвестным нам сирийским писателем Мир Абас Катиной, рассказывает древнеийшую историю Армении, стараяс согласовать Библейские легенды, известия ранневизантийских историков и армянские, а от части и иранские придания сасанидского времени. При этом канву его повествования дают главным образом византийские авторы. Существование Урарту ему осталось не известным и древнейшая история армении складывается у него из легендарных генеологий искуственно связанных с гениалогиями мифических Библейских патриархов, с легендами о героях иранской мифологии и с именами ассирийских и мидийских правителей, по большей части вымышленных греческими авторами. Параллельно к (ошибочному) списку мидийских царей, восходяшему к византийскому историку Евсевию. М. Хоренский дает спикок легендарных царей, древнейшего Армянского царства, также недостоверный ( I, 22)

Однако в эту искуственную и совершенно неверную канву М. Хоренский вплетает (конечно, произвольно приурочивая их к определенным периодам истории) и данные, почерпнутые им из не дошедшего до нас армянского эпоса, и здесь содержаться крупицы возможного.

როგორც ხედავთ, პროფ. ი. დიაკონოვმა მ. ხორენაცი ამხილა ისტორიის გაუგონარ გაყალბებაში და წერს კიდეც, რომ ისტორიკოსმა სომეხი ერის ისტორიის ნაცვლად თავისი გამოგონილი მითიური არმენოფილური ზღაპარი დაწერა. სამწუხაროდ, მისი ეს ზღაპარი, დღემდე ტვინს ურევს  ბევრ სომეხ ისტორიკოსს, და არა მარტო მათ.

მ. ხორენაცმა რომ ერის ისტორიის ნაცვლად ზღაპარი დაწერა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ გოლიათები, რომლებიც დედამიწაზე ისტორიამდელ პერიოდამდე სახლობდნენ, მან თავის ზღაპარში ამ გოლიათებს ბაბილონი ააშენებინა და უფალს ენა, რომ არ აერია მათთვის, გოდოლსაც დაამთავრებინებდა. მან ესეც არ იკმარა და სომეხთა წინაპრის ჰაოსის დასასჯელად წამოსულ ბაბილონის მეფეს ბელას (ბაბილონელთა ხვთაება ბელა ზღაპარში წარმოდგენილია, როგორც ბაბილონელთა მეფე) კი გოლიათების პოლკი აახლა, მერე კი სულ ერთიანად ამოაწყვეტინა ისინი ჰაოსს, ბოლოს კი მან ჰაოსს ბელაც  ისრით მოაკვლევინა და ამით უზრუნველჰყო მისი ბედნიერი მეფობა სომხეთის ტახტზე.

რუსი მეცნიერის ასეთი კრიტიკის შემდეგ, არ შეიძლება არ გაგაკვირვოს სომეხი საზოგადოების რეაქციამ. როგორ შეიძლება თავმოყვარე ერის, თავმოყვარე ისტორიკოსებმა და საზოგადოებამ, ვინმეს აპატიო შენი წინაპარის ასეთი დამცირება (თუ რა თქმა უნდა ავტორი ობიექტური და ცამდე მართალი არ არის), ან როგორ შეიძლება, ამ ფაქტზე გაჩუმებულმა თავმოყვარე ისტორიკოსმა და საზოგადოებამ  ამის შემდეგ, არმენების უძველეს სამეფოს არსებობაზე, ხმა ამოიღო და მსოფლიო ისტორიკოსთა საზოგადოებას უმტკიცო, რომ შენი წინაპარი ნოეს ნათესავი იყო.

ცნობილია, რომ ისტორიული მოვლენების კვლევის დროს, ისტორიკოსის მთავარი იარაღი ლოგიკაა, რომლის დახმარებითაც სიმართლის დადგენა ხერხდება. სიმართლს და არა ჭეშმარიტების. მოვსეს ხორენაცი IX-ის ისტორიკოსი იყო (ზოგიერთი მას გვიანდელი ს-ის ისტორიკოსადაც მიიჩნევს), რომელმაც ზემოთ მოხსენიებული ზღაპარი, ვიღაც, ისტორიისათვის უცნობი სირიელი მწერლის, აბას კატინას, ასევე ისტორიისათვის უცნობ ნაწერებზე დაყრდნობით დაწერა. სომეხი და ზოგიერთი უცხოელი ისტორიკოსების მიერ, ეს ისტირია (თუ ზღაპარი) სრულ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რაც არასწორია. ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომ სანამდე რაიმე ისტორიას მეცნიერ-მკვლევარი სხვა ისტორიულ წყაროებთან შეჯერებით არ დაადასტურებს, ასეთ ისტორიას ზღაპარზე მეტი ფასი ნამდვილად არ აქვს. მისი ეს წიგნი, ორჯერ წავიკითხე და გაკვირვებული ვარ, რატომ არის მიჩნეული ის სომეხი ერის ისტორიად, ხოლო მისი ავტორი, ისტოროკოსად.

მართალია მოვსეს ხორენაცი, სომეხი ერის ნამდვილი ისტორიის ნაცვლად, თავის გამოგონილ მითიურ ზღაპარს გვთავაზობს, მაგრამ ისტორიაში თავისი სახელის დატოვებით მან, ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა: ახლა ჩვენ ვიცით, ვინ იყო ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსის წინაპარი და მასწავლებელი, ვისი გორისანი არიან ისინი.

როგორც ხედავთ, როგორც არ უნდა ატრიალო სომეხი ხალხის ისტორია, მათი ერად ჩამოყალიბების დრო ძვ. წ. I ათასწლეულზე გვიან არ გამოდის, ანუ დღემდე არასრული სამი ათას წელს ითვლის.

რუსი მეცნიერი ი. დიაკონოვი თავის მონოგრაფიაში წერს: „Но Основная масса урартоязычного населения  жила на территории образования армянского народа и влилась в его состав“. стр. 240. გამოდის, რომ სომხები და ურარტები, ურარტუს დაცემის შემდეგ, ძველებურად, კვლავ გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთ სახელმწიფოში, რომელსაც ამჯერად არმენია ჰქვია.

ცნობილია, რომ ურარტებს სხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, მევენახეობა-მეღვინეობა, მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული. ეს ფაქტი საბჭოთა პერიოდის არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა, ისინი, ისე როგორც ქართველები ღვინოს ქვევრში აყენებდნენ. ცხადია ურარტების გვერდით მცხოვრებმა არმენებმა საუკუნეების მანძილზე ურარტებისგან ისწავლეს მევენახებოა-მეღვინეობის საიდუმლოებები და მეურნეობის ეს დარგი, მათი სამეურნეო საქმიანობის  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება  გახდა, რაც დაადასტურა კიდეც შემდგომი საუკუნეების მანძილზე მათმა ვაზთან ურთიერთობამ. მიუხედავად ამ დიდი სიყვარულის და ერთგულებისა, რომელიც სომხებმა და მათმა წინაპარმა გამოავლინა სამი ათეული საუკუნის მანძილზე ვაზის მიმართ, ღვინო, მაინც ვერ გახდა მათთვის, ტრადიციული სასმელი, ისე როგორც ეს ჩვენთვის ქართველებისთვისაა. ამის ნათელი მაგალითია სომხური კონიაკი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასმელი, მათ საუკუნის უკან გაიცნეს, დღეს და ყოველთვის მათი ეროვნული სიამაყე  სომხური კონიაკია და არა სომხური ღვინო. ვფიქრობ ღვინის ავტორი ერი, თავის პირმშოს ასე არ მოექცეოდა და ისე გააღმერთებდა მას, როგორც ჩვენ ქართველები. აი რას წერს ამის შესახებ ცნობილი ეთნოგრაფი პროფ. ლ. ფრუიძე: „საგანგებო ეთნოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა: იმის მიუხედავად, რომ სამეცნიერო ლიტერატურით სომხები ანტიკური ხანიდან მევენახე-მეღვინე ერადაა აღიარებული. არც ძველად და არც ახლა სომხებში ღვინო ტრადიციული სასმელი არ ყოფილა. სომხურ სუფრაზე უფრო არაყს და მისი ტიპის სასმელებს სცემენ პატივს.“ „საქართველოს მევენახეობის და მეღვინეობის ისტორია“ თბილისი 2014 წ. გვ. 66.

როგორც ისტორიული მასალებით მტკიცდება, ურარტებმა არმენების სახელმწიფოში ჩვეულებრივ გააგრძელეს თავიანთი სამეურნეო საქმიანობა და მევენახეობა-მეღვინეობის ტონის მიმცემნი ყოველთვის ისინი იყვნენ და არა არმენები. ამიტომ ყველა ის არქეოლოგიური მასალა, მევენახეობა მეღვინეობაზე, რომელიც აღმოჩენილია ან აღმოჩნდება თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, სომხებთან პირდაპირ კავშირში არ არის. მე აქ მხედველობაში მაქვს, ცნობილი რუსი მეცნიერის აკადემიკოს ბორის პიოტროვსკის მიერ, თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კაშმირ-ბლურში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ურარტუს იმპერიისათვის დამახასიათებელი ვაზის და ღვინის კულტურის მაღალი დონის არსებობის დამადასტურებელი, ათობით და ასობით ქვევრით გაწყობილი მარნების აღმოჩენა. ამ განძით აღფრთოვანებულმა სომეხმა მეცნიერებმა, სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობა, დაუყონებლივ ურარტუს მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის გაგრძელებად გამოაცხადეს და ამით თავი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს, რადგან ვიღაცის საქმიანობის გამგრძელებელს ამ საქმეში პირველობის პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. მათ, ისიც დაავიწყდათ, რომ ურარტები, ისე როგორც მათი წინაპარი არმენები, ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა არ იყო. ამის გარეშე კი მევენახეობა მეღვინეობის პიონერობას ვერც ურარტებს დააბრალებ და ვერც შენს წინაპარს. სამწუხაროდ ეს კანონზომიერება სომხებს თურმე არ ეხებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ურარტებამდე  ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულამდე ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები ცხოვრობდნენ, რომლებმაც მძლავრი მითანის სამეფო შექმნეს. მითანის სახელმწიფო კი ძვ.წ. XIII-ში ასურეთმა გაანადგურა და ამ დროიდან იწყება ამ ტერიტორიებზე სხვადასხვა ტომების, მათ შორის ურარტების განსახლება, რომლებმაც შეძლეს დაწინაურება და ძვ.წ. მე-9 ს-ში დამოუკიდებელი ძლიერი ურარტუს სახელმწიფოს შექმნეს. შემდეგ კი ისინი ძვ.წ. VI  საუკუნეში არმენებმა ჩაანაცვლეს. ჯერჯერობით არავითარი ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ მითანებს ამ ტერიტორიაზე მევენახეობა მეღვინეობის განვითარებული კულტურა ჰქონდათ და  ურარტებმა ეს კულტურა მათგან, რომ მიიღეს. ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი, პროფ. ლევან ფრუიძე თავის წიგნში „საქართველოს მევენახეობის და მეღვინეობის ისტორია“ თბილისი 2014 წ. გვ. 67.  წერს: „და ბოლოს უნდა დავძინოთ, რომ მითანის სახელმწიფოს და ხურიტებს მევენახეობა-მეღვინეობის წარმოებასა და განვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანიათ“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სომეხმა მეცნიერებმა თავი, სწორედ ამ ხალხის მემკვიდრედ გამოაცხადეს. ამით კი აღიარეს, რომ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის, ანუ მათი (სომხების) მეღვინეობის კულტურა ურარტების ჩათვლით ძვ.წ. XIII-ის იქით არ მიდის.

როგორც ისტორიული ფაქტები ადასტურებენ, მითანებს მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა არ ჰქონდათ. მათ ტერიტორიაზე განსახლებულმა ურარტებმა კი 3-5 საუკუნის შემდეგ, მევენახეობა-მეღვინეობის კარგად განვითარებული კულტურა დატოვეს, გამოდის, რომ ამ ტერიტორიაზე მოსულმა ხალხებმა ეს კულტურა თან მოიტანეს. ისმის კითხვა: ვინ იყო ეს ხალხი და საიდან მოიტანეს მეღვინეობის კულტურა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე?

ძველი მსოფლიო ისტორიის აღიარებული მკვლევარი ლენორმანი მიიჩნევს, რომ „ურარტები ქართველები და ქართველთა მონათესავე ტომები იყვნენ“. ი. ჭავჭავაძე „ქვათა ღაღადი“.

ამ აზრს იზიარებს და აფართოებს აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი, ის წერს, რომ: „ერთერთი ქართული ერთეული, რომელიც ყველაზე ადრე ძვ.წ. XII-დან მოიხსენიება ლურსმულ დამწერლობაში არიან მუშქები, ანუ მესხები. სავსებით შესაძლებელია და ამას ისტორიული ლოგიკაც უჭერს მხარს, რომ ვაზის გამავრცელებლები მცირე აზიასა და შუა მდინარეთში, სწორეთ ისინი უნდა ყოფილიყვნენ… ურარტუს დაცემის შემდეგ მესხებთან ერთად, სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ამოქმედდენ და ძველი ნაირ-ურარტუს ტერიტორიაზე ნელნელა შემოსვლა იწყეს სომეხმა ტომებმაც“.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, განადგურებული მითანების ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ტომის ხალხი შემოვიდა, რომელთაგან დროთა განმავლობაში ჯერ ურარტები დაწინაურდნენ და ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, მათ შემდეგ კი არმენები დაწინაურდნენ და ქვეყანასაც არმენია დაერქვა. როგორც ცნობილია ეს პროცესი ძვ.წ. XII-VI საუკუნეებში მიმდინარეობდა. ეს კი იმის დასტურია, რომ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე ვაზის კულტურის არსებობა ძვ.წ. XII საუკუნეზე ადრე არ არსებულა.

საერთოდ კი კარგი იქნება, თუ ყველა დაიმახსოვრებს ერთ ასეთ ანბანურ ჭეშმარიტებას: ერს, რომელსაც თავი, რომელიმე ტერიტორიაზე განვითარებული ისტორიის პატრონად ან მემკვიდრედ მიაჩნია, ის, ან მისი წინაპარი, ამ ტერიტორიის სულ მცირე, აბორიგენი მოსახლე მაინც უნდა იყოს. სომხეთის სინამდვილეში კი ჯერჯერობით არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სომხები, რომელიმე ტერიტორიის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენდა.

ცნობილი ფაქტია, რომ სხვისას ითვისებს ის, ვისაც საკუთარი არ გააჩნის. ამიტომ აუცილებელია, რომ მსოფლიოს უძველესი ისტორიის მკვლევარებმა, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ ეს პრობლემა. ბოლოს და ბოლოს უნდა დადგინდეს: ვინ არიან და საიდან მოდის ეს ერი, სად უცხოვრიათ და რა ისტორიული წარსული აქვთ, რათა დაცული იქნას სომხეთის მეზობელი ქვეყნების ისტორიული წარსული, ყველა დროის სომეხი ისტორიკოსების მიერ, მუდმივი ხელყოფისაგან.

რაც შეეხება ძველ აღთქმას და ბიბლიაში აღწერილ მსოფლიო წარღვნის შემდგომ ისტორიას, ნოეს მიერ გაშენებულ ვაზს და დაყენებულ ღვინოს (რომელი ისტორიაც სომხების განსაკუთრებული სიამაყის საგანია), ვფიქროთ, ბევრი მიზეზის გამო, ამ ისტორიას არმენებთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს: ჯერ ერთი, სომეხი ერი ამ ამბიდან ისტორიულ წყაროებში დაახლოებით 2-3 ათასი წლის შემდეგ მოიხსენიება. მეორე, ნოემ ვაზის გაშენება თუ იცოდა, ისიც ეცოდინებოდა ვაზს, როგორი ბუნებრივ-კლიმატური პირობები ესაჭიროვება. სომხეთის ბუნებრივ-კლიმატური პირობები  ვაზისთვის, რომ ყოველთვის უვარგისი იყო, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.  მესამე, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ნოემ არარატის დაბლობზე ვაზი გააშენა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ვაზის ნერგი, მას, ადგილზე არ დახვდებოდა და კიდობანით მოიტანდა სამშობლოდან, ეს კი ქართველთა წესჩვეულებაა, სადაც წავლენ ვაზის ნერგი თან წაიღონ. საბედნიეროდ, სომხები ჯერ-ჯერობით ნოეს სომხობაზე პრეტენზიას არ აცხადებენ, მაშინ გამოდის, რომ ნოემ მევენახეობ-მეღვინეობა სამშობლოში, ანუ სხვაგან, სომხეთის ტერიტორიის გარეთ ისწავლა და ვაზის ნერგიც იქიდან მოიტანა. ნოე კი იმ ქვეყნიდან მოვიდა, ვისაც მსოფლიო წარღვნამდე მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ჰქონდა, რადგან ნოეს მიერ ამ დარგის ღრმა ცოდნა ამტკიცებს, რომ მევენახეობა-მეღვინეობა წარღვნამდელი ცივილიზაციის ძეგლია.

რელიგია წარღვნის ასაკად 5 ათას წელს ასახელებს, მეცნიერება კი 7-8 ათასს. თუ ჩვენ ქართველებს 8 ათასი წლის უკან დამზადებული საღვინე ქვევრი და კულტურული ვაზის წიბწები მუზეუმში გვიდევს (მიწაში კიდევ რა დევს უფალმა იცის), მაშინ ყველა ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.

თუ ქართველთა წინაპრის მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის ცოდნამ ახსნა მოუძებნა ნოეს სადაურობას, მისი შემდგომი ცხოვრება ამტკიცებს ამ ვერსიას. გავიხსენოთ წარღვნის შემდეგ რას ავალებს უფალი ნოეს: „აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა“. (ძვ. აღთქმა. დაბადება 9.1).

ახლა ვნახოთ, როგორ შეასრულა ნოემ უფლის ეს დავალება. ამ თემაზე მსოფლიოს უძველესი ისტორიის მრავალი მკვლევარის სამეცნიერო შრომა და აზრი არსებობს, გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი: „პელაზგები ითვლებიან უძველეს ხალხად, ყველა ტომის მამამთავრად“. სტრაბონი.

„პელაზგებს თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდათ დაპყრობილი“. პლუტარქე,

ეგეოსიდან თუ ზევით ავიწევთ ვხედავთ სამხრეთ გერმანიას, საფრანგეთს… ეს ადგილები ეკავათ იბერებს, ამისი კვალი შემონახულია გერმანულ და ფრანგულ ენებში, ამასვე მოწმობს ადგილების და მდინარეთა სახელები. ეტრუსკები ისე, როგორც პელაზგები, კოლხეთიდან არიან გადასახლებული და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტარიანულ კულტურას“. ედუარდ  დემოლნისი, საფრანგეთი.

„იბერიელები გახდნენ ბრიტანეთის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მამამთავრები, განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და ინგლისის დასავლეთში“. ა. მორტონი, ინგლისი.

„დასავლეთის ამთვისებელთა ავანგარდში იყვნენ ქართველები, რომლებმაც პირველებმა მოაშინაურეს ცხენი და მიაღწიეს ავსტრიამდე, სადაც დაახლოებით ძვ.წ-ის 2800 წლებში შექმნეს ბადენის კულტურა. შესაძლებელია ტროელებიც ქართველები იყვნენ. მაგრამ მათგან დღემდე შემორჩა, მხოლოდ ერთი ერი-ГРУЗИНИ.  ბორის გრეინშპოლი. სამეცნიერო სტატია „არიელები და ივერიელები.“ გერმანია. და ა.შ. და ა.შ.

ოგორც ხედავთ, ყველაფერ ამას ევროპელი მეცნიერები ამტკიცებენ და არა ქართველები, ამიტომ მიკერძოება გამორიცხულია. აქედან კი ცხადი ხდება, რომ ევროპელ ისტორიკოს-მკვლევართა დასკვნით ევროპა, ქართველური მოდგმის ხალხითაა დასახლებული. ამის შემდეგ აღარაა გასაკვირი, რომ შვეიცარიელმა და ეგვიპტელმა ბიოლოგებმა და გენეტიკოსებმა, ევროპელთა დნმ-ის მემკვიდრებითი მასალის გაშიფვრის შემდეგ დაადგინეს, რომ ევროპაც ქართული გენის მატარებელი ხალხითაა დასახლებული და ეგვიტელი ფარაონებიც კავკასიელები იყვნენ. ეს კი ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმას, რომ კავკასია და საქართველო, ევროპელთა სამშობლოა. ეს კი იმასაც ამტკიცებს რომ ნოე, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა წარღვნას, წარღვნის შემდეგ კი აქვე დაბრუნდა და შეასრულა უფლის დავალება, გამრავლდა და დაასახლა დედამიწა.

როგორც ხედავთ, ყველა აქ აღნიშნული ჩემი სურვილი და ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის, არამედ ეს ყველაფერი ლოგიკიდან გამომდინარე, ფაქტებით გამყარებული დასკვნებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, იმის მტკიცება, რომ სომხეთი, კულტურული ვაზის და ღვინის სამშობლოა, ამის გამხმოვანებელ მეცნიერს, ეს მარტო მეცნიერულ გადაცდომაში კი არ ჩაეთვლება, არამედ ეს ვიღაცისაგან, რაღაცით დაინტერესებული მეცნიერის მიერ, ისტორიული სინამდვილის შეგნებულად გაყალბება იქნება.

ჟორა გაბრიჭიძე,

25.10.2014