აგროსიახლეები

ექსტენციონისტებისთვის ტრენინგები „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია” გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აჭარაში ექსტენციონისტები გადამზადდნენ თემაზე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია”.
ღონისძიების მიზანი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი სერვისების განხორციელებას.

სწავლების ფარგლებში განიხილეს ექსტენციის ზოგადი არსი, ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების შედარებითი ანალიზი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე ექსტენციის პროგრამის შემუშავება, კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა სოფლის მეურნეობის ექსტენციაში.

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.