აგროსიახლეები

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

რიგით მეოთხე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე ავალიანმა დააჯილდოეს.
ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

დაჯილდოება 2222222222222

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

აგროოლიმპიადის კონკურსის სხვადასხვა კატეგორიიდან 42 გამარჯვებული გამოვლინდა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება.

ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).

აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

485884511 687442767277448 5750267694219204709 n

ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ:

სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში;

აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;

ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება და 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.