აგროსიახლეები

„Fruit logistica 2024”-ზე ქართული მოცვით დაინტერესდნენ

 ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი  გერმანული კომპანია Wonderland Farmers და  კომპანია  Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს.
ამერიკული კომპანია Driscolls-ი საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.

შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი  შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ.

სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით საქმიანი შეხვედრები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის  ორგანიზებით ჩატარდა.