დარგებიფერმერი ფერმერს

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

* სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდა 2017 წ. 7 აგვისტოდან, რომელიც ხორციელდებოდა ელექტრონული ფორმით  www.apma.ge -ის საშუალებით.

* სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდა 2018 წ. 1 მარტიდან, რომელიც ხორციელდებოდა ელექტრონული ფორმით  www.apma.ge -ის საშუალებით. 

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

1) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა – პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტისდაფინანსების სხვა წყაროები.

მიზნობრივი სეგმენტი

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

პირობები

შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში:

  • დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.
  • შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.
  • შემნახველ საწარმოს უნდა შეეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადების სრული ციკლის უზრუნველყოფა;
  • შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კერძოდ, ხილი, ბოსტნეული და კაკლოვნები) სპეციფიკაზე;
  • მუნიციპალიტეტში შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობა დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. მიზანშეწონილობის დასაბუთების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო, რომელსაც დაამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.
  • შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.
დაფინანსების პირობები:

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 წყაროს გამოყენებით:

ა) სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;

ბ) შეღავათიანი აგროკრედიტი/აგროლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;

გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა –  პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტისდაფინანსების სხვა წყაროები.

  • პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: მიწის ღირებულება, საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის საოპერაციო ხარჯები);
  • სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო, ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 50% -ით, ნაცვლად 40% -ისა და ამავდროულად, საკუთარი თანამონაწილეობა არ იქნება სავალდებულო;
  • პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს სამივე წყაროს გამოყენებით მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ – ს, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე, დაფინანსდება დენის წყაროსთან მიერთების ხარჯები – ტრანსფორმატორის, შესაბამისი ენერგო კომპანიის მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულებების ჩათვლით;
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება:

ა) მიწის შეძენაზე;

ბ) შენობა ნაგებობების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან“, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.

გ) არსებული შემნახველი საწარმოს ან შემნახველ საწარმოს კაპიტალში არსებული  წილის შეძენა.

ბენეფიციარის ვალდებულებები:

  • შემნახველი საწარმოს შექმნიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საწარმოს ფუნქციონირება;
  • შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლისგანმავლობაში. შემნახველი საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვისა;
  • ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი  ძირითადი საშუალებები (მათ შორის შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი;
  • ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს წარმოდგენილი ბრუნვის გეგმის შესრულება. ბრუნვის გეგმა შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება წარმოდგენილი გეგმის არანაკლებ 50%;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, დაუშვებელია კოოპერატივის წევრების რაოდენობის და მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის შემცირება კოოპერატივის მიერ შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
    შესაბამისობის კრიტერიუმები
    • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
    • ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საწარმო, ან სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო;
    • პოტენციური ბენეფიციარი საკუთრებაში უნდა ფლობდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება შემნახველი საწარმოს შექმნა;
    • იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

    ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ  3/4-ს (თითოეულ წევრს) უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სადაც გაშენებულია ბაღი ან მოჰყავთ ბოსტნეული), რომელსაც არ  გაასხვისებს/გადასცემს მესამე პირს დროებით სარგებლობაში შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე;

    ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი უნდა იყოს შესაბამისობაში შესაქმნელი შემნახველი საწარმოს წარმადობასთან/მოცულობასთან. შესაბამისობის დეტალურ კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

    “სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების” კომპონენტის ფარგლებში შექმნილი შემნახველი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ შემუშავებულ საწარმოს სტანდარტებს. 

     აკრძალვები:
    პროექტით გათვალისწინებული მასტიმულირებელი მექანიზმები არ გავრცელდება შემდეგი პროფილის შემნახველ საწარმოებზე:

    1) მარცვლეულის შემნახველ  საწარმოებზე;

    2) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;

    3) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;

    4) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.

    პრიორიტეტები
    • შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა;
    • დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალი: კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.
      ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

      შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებშითანადაფინანსების გაცემის ეტაპებია:

      • განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
      • სააგენტოს მიერ დაფინანსების სტრუქტურირება – ტრანშების გაცემის წინაპირობებისა და მიზნობრიობების დადგენა;
      • ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
      • თანადაფინანსების გაცემა (გაიცემა ტრანშებად).

      სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისკომპონენტის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებადსაჭიროა მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ განაცხადის ფორმა, შეავსონ და თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინონ სააგენტოში (მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ახმეტელის 10ა).

       განაცხადის თანმდევი დოკუმენტაცია:
      • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
      • წარმომადგენლის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
      • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების შესახებ;
      • იურიდიული პირის წესდების ასლი;
      • ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებლების კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ” ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე;
      • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის/რეგიონალური სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა მუნიციპალიტეტში ახალი შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ (მიმართვის ფორმა);
      • სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა შესაქმნელი შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ (მიმართვის ფორმა);
      • სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნა შემნახველი საწარმოს მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის შესახებ. ასევე დასკვნა დანადგარების/აგრეგატების ღირებულების საბაზრო ფასთან შესაბამისობის შესახებ;
      • სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებისა და დანადგარების/აგრეგატების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ინვოისი;
      • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
      • სამშენებლო ნებართვა;
      • მშენებლობისა და სამუშაოების განხორციელების ვადაში გაწერილი დეტალური გეგმა;
      • საკუთარი თანამონაწილეობის თანხის კომპანიის კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
      • შემნახველი საწარმოს შექმნისათვის საჭირო საბანკო/სალიზინგო დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
      • შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმა, რომელიც მოიცავს: პროდუქციის მიღებას, შენახვას, გაცემას, გაწეულ მომსახურებას;
      • იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტები;
      • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა წარმოდგენის აუცილებლობასაც განსაზღვრავს სააგენტო.

      სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია:

      • სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საქმიანობის საგნის მითითებით;
      • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ 3/4-ის (თითოეული წევრის) საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სადაც გაშენებულია ბაღი ან მოჰყავთ ბოსტნეული) არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
      • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება;
      • ცნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისგან/რეგიონალური სამმართველოსგან კოოპერატივის წევრების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე მოყვანილი/მოსაყვანი მოსავლის მოცულობის შესაბამისობის შესახებ შესაქმნელი შემნახველი საწარმოს წარმადობასთან/მოცულობასთან.