გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარება
თანადაფინანსების პირობები:
- პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების – 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს;
- გადამმუშავებელი/შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში იურიდიული პირების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში;
დაფინანსების მიზნობრიობა:
- არსებული გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების მოდერნიზაცია;
- მანქანა-დანადგარების შეძენა;
- შემნახველი საწარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდესშემდეგ კრიტერიუმებს:
• პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში;
• პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში” რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი;
• არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, შენახვის ან/და შეფუთვის არანაკლებ 2 წლიანიგამოცდილება;
• პირველად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართული პირების მიერ შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, იურიდიულ პირს ან მის დამფუძნებლებს/მეპაიეებს უნდა გააჩნდეთ პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• შევსებული:
განაცხადის ფორმა (თანმდევი დოკუმენტაცია);
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
• სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ გაცემული მოწმობა (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში);
• საწარმოს/კოოპერატივის დირექტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• შესასყიდი საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინვოისი);
• ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
• იჯარის ხელშეკრულება (სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის შემთხვევაში, იჯარის ხელეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში”);
• თანამონაწილეობის თანხის ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი).
• პოტენციური ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
შენიშვნა – ცალკეული განაცხადის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სააგენტოს მიერ მოხდეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა. დოკუმენტაციის წარმოდგენა ხორციელდება განაცხადის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე.
თანადაფინანსების მიღების ეტაპები:
• განაცხადისა და ბიზნეს გეგმის სააგენტოში წარმოდგენა;
• განაცხადისა და ბიზნეს გეგმის დამუშავება;
•თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა თანადაფინანსების დამტკიცების მიზანშეწონილობის დასადგენად;
• თანადაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება;
• თანადაფინანსების გაცემა.