აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმემცენარეობა

გადამწვარი ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია

საქართველოს მეჩაიეობის ძირითად რეგიონებში გვხვდება ჩაის პლანტაციების გარკვეული ნაწილი, რომლე-ბიც დაუდევრობის ან სპეციალურად გაჩენილი ხანძრის გამო გადამწვარი და დაზარალებულია, თუმცა, დროუ-ლად ჩარევის შედეგად შესაძლებელია ასეთი პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია.

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების ეფექტურად გამოყენების მიზნით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით „ქართული ჩაი“ უკვე მიმდინარეობს გაველურებული და დაბალმოსავლიანი ჩაის პლანტაციების რეაბილი-ტაცია მეცნიერულად შედგენილი და დასაბუთებული აგროტექნოლოგიური გეგმის მიხედვით.

ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ რეაბილიტაციის პროცესში ჩაის პლანტაციების გადაწვის, მაგრამ თუ დაუ-დევრობის გამო გაჩენილი ხანძრით მოხდა არსებული სარეველების და ჩაის ბუჩქის შემმოსავი წვრილი ღერო-ტოტების დაწვა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ასეთი პლანტაციების რეაბილიტაცია.

პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ პლანტაციების გადაწვისას, რომელიც ძირითადად ადრე გაზაფხულზე მიმდინარეობს, წვის პროცესში მთლიანად ნადგურდება გვიმრისა და სარეველების ხმელი მასა, ნადგურდება აგრეთვე ჩაის ბუჩქის ზედა-პირზე წვრილი ღერო-ტოტები, ხოლო რაც შეეხება ფესვის ყელსა და მსხვილ ღეროებს, ისინი ირუჯებიან, თუმცა, სი-ცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ.

დაუდევრობის შედეგად გადამწვარი ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია შესაძლებელია შემდეგი აგროტექ-ნიკური ღონისძიებების საფუძველზე:

  1. უნდა მოხდეს გადამწვარი ჩაის წინასწარი დათვალიერება, დადგინდეს ნარგაობის მეჩხერიანობა და ბუჩქის ყელთან არსებული ძირითადი ღეროების სიცოცხლისუნარიანობა. თუ მეჩხერიანობა 15-20%-ის ფარგლებშია და ღერო-ტოტების ძირითადი ნაწილი ნედლია, მაშინ ასეთი პლანტაციები ემორჩილება აღდგენა-რეაბილიტაციას.
  2. გადამწვარ ჩაის პლანტაციებში რჩება სარეველების, ასევე თვით ჩაის ბუჩქების ბოლომდე დაუმწვარი, შერუჯული ღერო-ტოტები. აუცილებელია სარეეველების ამოძირკვა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა, ხოლო გარუჯული ჩაის ბუჩქის ღეროების მჭრელი იარაღით გასხვლა 10-15 სმ. სიმაღლეზე.
  3. ნაკვეთის გასუფთავების შემდეგ უნდა მოხდეს ნიადაგის შერეული ნიმუშების აღება-გაანალიზება ნაყოფიერების დადგენის მიზნით, რის საფუძველზე შემუშავდება მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენების რეკომენდაცია, რომელიც შეტანილი იქნება რიგთაშორის 15-20 სმ. სიღრმეზე გაფხვიერებასთან ერთად. სამუშაოები უნდა შესრულდეს მარტ-აპრილის თვეში.
  4. ნაკვეთი უნდა შემოიღობოს, რათა ჩაის ფესვის ყელიდან განვითარებული ნაზი დუყები დაცული იქნას პირუტყვისა-გან.
  5. გადამწვარ ჩაის პლანტაციებში ინტენსიურად ვითარდება გვიმრა და სხვა სარეველები. გასხვლის პირველ წელს ჩა-ის ყლორტების განვითარებამდე (მაისი-ივნისი) შესაძლებელია გამოვიყენოთ ჰერბიციდები, ხოლო სავეგეტაციო პერი-ოდის მეორე ნახევარში, როდესაც ჩაის ბუჩქებზე კვირტები გაიღვიძებენ ( ივლისი-აგვისტო), ჰერბიციდების გამოყენე-ბა აკრძალულია.
  6. ივლის-აგვისტოს თვეში ჩაის ფესვის ყელის მძინარე კვირტებიდან ვითარდება ამონაყრები, რომლებიც წლის ბო-ლოსათვის 10-15 სმ. აღწევენ და ზამთრის პერიოდში ნორმალურად იზამთრებენ თოვლის საბურველის ქვეშ, ხოლო გა-ზაფხულზე აქტიურად შედიან ვეგეტაციაში. თუ ამონაყრები მრავალრიცხოვანი და სუსტია, სასურველია მათი ნორმი-რება ღეროების დამსხვილების მიზნით.
  7. მეორე წლის გაზაფხულზე (მარტი-აპრილი) პლანტაციის რიგთაშორისებში შედის რეკომენდაციით განსაზღვრული მინერალური და ორგანული სასუქები ნიადაგის გაფხვიერებით. პარალელურად მთელი წლის განმავლობაში ტარდება სარეველებთან ბრძოლა (გათოხნა-კულტივაცია). ჩაის ყლორტები აქტიურად იზრდებიან და აღწევენ 40-45 სმ-ს. ფოთ-ლის კრეფა აკრძალულია.დასაშვებია მხოლოდ სექტემბრის თვეში ერთი-ორ ფოთლიანი დუყის პინცირება.
  8. მესამე წლის გაზაფხულზე ჩაის ბუჩქებზე, რომელთა სიმაღლე 40-45 სმ-ია, ტარდება მსუბუქი გასხვლა-ფორმირე-ბა 30-35 სმ-ზე, ხოლო ის ბუჩქები რომელთა სიმაღლე 25 სმ-ზე დაბალია, რჩება გაუსხლავი. ამ ოპერაციით ხდება ბუჩ-ქების ვარჯის გაგანიერება და პლანტაციის სიმაღლეში გამოთანაბრება.

პარალელურად მიმდინარეობს რიგთაშორის განოყიერება მინერელური და ორგანული სასუქების გაფხვიერებით.

მესამე წლის სავეგეტაციო პერიოდში აქტიურად იწყება ყლორტების ზრდა. როდესაც ისინი მიაღწევს 40-45 სმ. სიმაღლეს, იწყება 2-3 ფოთლიანი დუყის კრეფა.

მეოთხე წელს, როდესაც ბუჩქები მოძლიერდებიან და შეიკვრებიან, ადრე გაზაფხულზე ჩატარდება მსუბუქი შპა-ლერული გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება, სასუქების შეტანა რეკომენდაციის შესაბამისად და მთელ სავეგეტაციო პე-რიოდში ხდება ხარისხოვანი ფოთლის კრეფა, რაც გრძელდება შემდეგ წლებშიც.სამწუხაროდ, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხანძრის დროს ადგილი აქვს ბუჩქების გამოვარდნა-გახმო-ბას. ამ შემთხვევაში არსებობს მეჩხერი ადგილების შევსების საკმაოდ ცნობილი მეთოდები. მწკრივში თავისუფალი ად-გილები უნდა დამუშავდეს 20-25 სმ. სიღრმეზე, ამოღებული იქნას ყოველ 30 სმ-ში 5-7 სმ-ის სიღრმის ბუდნები, რო-მელშიც შეტანილი უნდა იქნას 0,3 კგ. რთული კომპლექსური სასუქი, რომელიც კარგად უნდა შეერიოს ბუდნიდან ამო-ღებულ ნიადაგს და ჩაითესოს 4-5 ცალი ჩაის საღი თესლი. ბუდნები უნდა დაიტკეპნოს. სანიშნედ უნდა დაისოს 15-20 სმ-ის სიმაღლის ჯოხი. ყურადღება უნდა მიექცეს თესლების აღმოცენებას (ივლის-აგვისტო). აღმოცენების შემდეგ 3-4 წლის განმავლობაში საჭიროა განოყიერება, სარეველებისაგან გასუფთავება, რათა მიღწეული იქნას ბუჩქების სიმაღ-ლეში ზრდა. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მეჩხერიანობის მინიმუმამდე დაყვანა.

რაც შეეხება რამდენჯერმე გადამწვარ ერთი და იგივე პლანტაციას, სადაც სარეველებთან ერთად განადგურებულია ჩაის ღეროები და ფესვები, საჭიროა ჩაის კულტურის თავიდან აღდგენა, რაც გულისხმობს: ვაკე ადგილებზე მობილური ტექნიკით მთლიანი ფესვების ამოძირკვას, ნიადაგის ღრმა — 40-45 სმ-ზე დამუშავებას, განოყიერებასა და ახლის გაშე-ნებას, ხოლო ფერდობებზე გადამწვარ-განადგურებული პლანტაციების აღდგენა მობილური ტექნიკის გამოყენებით შეუძლებელია. გთავაზობთ ფერდობებზე ჩაის კულტურის აღდგენის გამარტივებულ ტექნოლოგიას:

  1. მოეწყოს ფერდობების სარეველებისაგან სრული გასუფთავება, რათა ხილული გახდეს ადრე ჩაის ბუჩქების ტერა-სული ადგილმდებარეობა ჰორიზონტალურ ჭრილში.
  2. ჩაის ფესვების ამოძირკვის გარეშე მწკრივთა შორის 40 სმ. სიგანის ზოლი უნდა დამუშავდეს ბარით 30-35 სმ. სიღრ-მეზე, რომელიც გაფხვიერდება და შეტანილი იქნება რთული კომპლექსური სასუქი 500 კგ. ჰა-ზე შემოდგომა-გაზაფხუ-ლის პერიოდში.
  3. ფერდობებზე ჰორიზონტალურად დამუშავებულ ნიადაგის ცენტრალურ ზოლში ყოველ 30-35 სმ -ში ამოღებული უნდა იქნას 5-7 სმ-ის ორმო (ბუდნა) მოთავსდეს მასში უნდა 5-6 ცალი ჩაის საღი თესლი, მოეყაროს მიწა და დაიტკეპ-ნოს, თითოეულ ბუდნას დაესოს 15-20 სმ. სიმაღლის ჯოხი. თესლის თესვის საუკეთესო ვადაა თებერვალ-მარტი.
  4. თესლის აღმოცენება ხდება ივნის-ივლისში, აუცილებელია სავეგეტაციო პერიოდში ნათესარების სარეველებისაგან გაწმენდა და გაფხვიერება.
  5. მეორე-მესამე წლიდან, როცა მწკრივი გამოჩნდება, პლანტაციის მოვლაექსპლუატაცია ტარდება აგროწესების შე-საბამისად. აუცილებელია პლანტაციების შემოღობვა, პირუტყვისაგან დაცვა.
  6. რაც შეეხება ძველი ბუჩქების ფესვებს, ისინი იცავენ ნიადაგს ეროზიული მოვლენებისაგან, წლების განმავლობაში მიწაში ლპებიან და ქმნიან ორგანულ მასას, ახლად აღმოცენებული ჩაის ბუჩქები კი ქმნიან ჩვენთვის სასურველ ჰორიზონტალურ მწკრივებს-შპალერს.

აღნიშნული ჩაის პლანტაციების აღდგენის მეთოდი ამარტივებს შესასრულებელ სამუშაოებს.

ასეთი ტიპის ფართობები დიდი რაოდენობით გვხვდება გურია-სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების სურვილია ჩაის კულტურის რეაბილიტაცია-გაშენება.

გახსოვდეთ: გლობალური დათბობის პირობებში დასავლეთ საქართველოს ტიპიურ წითელმიწა, ყვითელმიწა და ეწერ ნიადაგებზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახლის გაშენება უალტერნატივოა. იგი თქვენი სტაბილური შემოსავ-ლის გარანტიაა.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

რუსუდან ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი