როგორც „საქსტატის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქერის წარმოება 0.5 პროცენტით გაიზარდა და 58.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 149.5 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 35.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 15.6 პროცენტით შემცირდა და 198.2 ათასი ტონა შეადგინა.

„2022 წლის განმავლობაში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.4 ტონა/ ჰა, სიმინდის – 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის 13.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.8 ტონა/ჰა, ნივრის 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება. თუმცა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა 4.5%-ით და შეადგინა 67.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0%-ით და შეადგინა 144.7 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7 პროცენტით ნაკლებია), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1 პროცენტით ნაკლებია), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8 პროცენტით ნაკლებია).

ასევე 2022 წელს ქვეყაში წარმოებულია 279.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

bfm.ge