ღორის კვება
ღორის ხორცის ინტენსიურად წარმოებისათვის აუცილებელია ღორის სრულფასოვანი კვება. საკვებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ცილების შემცველობას.
ღორის გამოზრდისას 2 და 10 თვის ასაკამდე 1კგ. ცოცხალი მასის მომატებაზე იხარჯება 4,5-5 საკვები ერთეული, თუ ეს კულტურული ჯიშებია. რაც შეეხება ადგილობრივ ჯიშებს მათ 7-8 საკვები ერთეული სჭირდება. მაწოვარი ნეზვის კვების დროს უნდა გავითვალისწინოთ ნეზვის ასაკი, წონა და ბუდეში გოჭების რაოდენობა.
ღორის კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლაქტაციის პირველ პერიოდში, რადგან პირველ ხანებში ხსენი და რძის პროდუქტიულობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს მაწოვარი გოჭის ზრდა–განვითარებაზე, ამიტომ აუცილებელია ნეზვის ორგანიზმი დაკმაყოფილდეს ყველა საყუათო ნივთიერებებით.
საკვების დასახელება |
2 წლამდე |
2 წელზე უხნესი |
შენიშვნა |
მარცვლეულის ნარევი |
3,5 |
3 |
|
კომბინირებული სილოსი |
6 |
6 |
ზამთარში |
მწვანე მასა |
5 |
5,5 |
ზაფხულში |
ცარცი |
0,055 |
0,065 |
|
სუფრის მარილი |
0,065 |
0,065 |
ნეზვს ბუდეში არსულ ყოველ გოჭზე დამატებით ეძლევა 0,39 კგ. კონცენტრატის ნარევი
ულუფის სტრუქტურა
საკვები |
% |
კონცენტრატის ნარევი |
70-75 |
წვნიანი და მწვანე საკვები |
20-25 |
ბალახის ფქვილი |
5 |
ცხოველური წარმოსობის საკვები |
5 |