ჭკვიანი ტრაქტორი თავად წყვეტს, როდის გავიდეს მინდორში და რა სამუშაო შეასრულოს
იაპონელებმა შეიმუშავეს ტრაქტორი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს მინდორში და ყველა სასოფლო-სამეურნეო ოპერაცია შეასრულოს.
უპილოტო ელექტრო რობოტტრაქტოირი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და თვითონ წყვეტს, როდის გავიდეს მინდორში და რა გააკეთოს.
ტექნიკა მუშაობს იონური სხმული ბატარეიებით, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება.
ტრაქტორზე დამონტაჟებულია GPS სისტემა და უამრავი სენსორი, რომლის მეშვეობითაც დამოუკიდებლად ასრულებს დასახულ ამოცანას: ნიადაგის დამუშავებას, გაფხვიერებას, თესვას, სასუქის შეტანას და მოსავლის აღებას და სხვა.
ბორბლების ნაცვლად რობოტტრაქტორს აქვს ოთხი მუხლუხოიანი თვალი და ყოველ მათგანს საკუთარი ელექტროძრავი უყენია, რაც ადგილზე 3800 მობრუნების საშუალებას აძლევს.
ძრავების სიმძლავრე საკმარისია საიმისოდ, რომ ტრაქტორმა რთული და მძიმე სამუშაო შეასრულოს.
ჭკვიანი ტრაქტორი იაპონელ ფერმერებს 2020 წლის 20 იანვარს ქალაქ კიოტოში წარუდგინეს, რამაც საკმაიდ დიდი ინტერესი გამოიწვია.