აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ისპანახი

ისპანახი მეტად გავრცელებული მხალეული კულტურაა. იგი მოჰყავთ ფოთლების მისაღებად, რომელიც გამოიყენება მხლის სახით.
ისპანახი ფართოდაა გავრცელებული საკარმიდამო მეურნეობებში. იგი შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, ნახშირწყლებს A, E, C, B ვიტამინებსა და ცილებს, გარდა ამისა შეიცავს კალციუმსა და რკინას.

 ისპანახი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ეკუთვნის ნაცარქათამასებრთა ოჯახს. ისპანახი ორბინიანი,  ალსქესიანი მცენარეა.

მცენარეთა ერთ ნაწილს აქვს მხოლოდ მდედრობითი ყვავილი, მეორეს – მამრობითი, მაგრამ გვხვდება ისეთი მცენარეები რომლებსაც ორივე სქესი აქვს, მაგრამ ასეთი მცენარეები უმნიშვნელოა. მამრობითი ყვავილები შეკრებილი საგველაა ყვავილედში, მდედრობითი კი ფოთლის იღლიაში.

მცენარეები მდედრობითი ყვავილედებით უფრო შეფოთლილია და უფრო პროდუქტიულია, მამრობითი მცენარეები სწრაფად ივითარებენ ღეროს და უხეშდებიან. მათი თესლი 8-12 დღეში ამოდის, ფოთლები როზეტადაა შეკრებილი.

ისპანახი გამოირჩევა მეტად დიდი ყინვაგამძლეობით, ის შემოდგომით დათესვის შემთხვევაში  იზამთრებს არა მარტო დაბლობ რაიონებში, არამედ მთიან რეგიონშიც.

 ისპანახი გაღივებას იწყებს 2-30-ზე. ღივები უძლებს -5-6°C.

მოზრდილი მცენარე კი-10°C. მკაცრი ზამთრის დროს მცენარის ფოთოლის ფირფიტის ნაპირები უზიანდება, ხოლო ზრდის წერტილი ცოცხალი რჩება. ისპანახისათვის საჭირო  ოპტიმალური ტემპერატურაა 13-20°C.

მაღალი ტემპერატურა იწვევს ისპანახის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას.

განათების მიმართ მომთხოვნია.

ისპანახი მოითხოვს ორგანული სასუქებით კარგად განოყიერებულ ნიადაგს. ითესება შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისპანახი შეიძლება რამდენიმე ვადაში დაითესოს.

თესვას აწარმოებენ მობნევით. ხოლო გაზაფხულის ნაგვიანევი და შემოდგომის ნაადრევად თესავისას თესავენ მწკრივად, რადგან საჭიროა ერთი -ორი მორწყვა.

ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. თესვის ნორმა მწკრივად თესვის დროს 30-40 კგ-ია, ხოლო მობნევით თესვისას 40-50 კგ. თესლი მწკრივში ერთმანეთისგან დაშორებულია 3-4 სმ-ით, ამიტომ არ საჭიროებს გამეჩხერებას.