იცით, როგორ დააყენოთ ნამდვილი ქართული, ტრადიციული ღვინო?

ქარხნული და ოჯახური ღვინოები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ არსებობს ისეთი საერთო მეთოდის აუცილებლობა, როგორიცაა სისუფთავის და ჰიგიენური პირობების დაცვა.

მეღვინეობაში ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად.

აღსანიშნავია ერთი გარემოება: თუ კაცი ნატურალურ ღვინოს აყენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ხარისხიან პროდუქტთან, რადგანაც შესაძლოა ღვინო  მართლაც იყოს ნატურალური და ამასთან ტრადიციული მეთოდებით დაყენებული, მაგრამ იყოს დასნებოვნებული და ამრიგად _ უვარგისი.  აღარას ვამბობთ ღვინის ფალსიფიკაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, სენივით მოედო ქართულ მეღვინეობას, როგორც ქარხნულ, ისე ოჯახურ პირობებშიც.

 

იცით, როგორ დააყენოთ ნამდვილი ქართული, ტრადიციული ღვინო?

გახსენით თანდართული ბმული და გაეცანით  გიორგი ბარისაშვილის ბროშურას: „ღვინის დაყენება შეინაური პირობებში“ _

სამამულო წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგიას:

https://drive.google.com/drive/u/3/folders/1elKhcKlXc_ZH9BOqiXDNR-JyTqj5zUcA

გიორგი ბარისაშვილი,

„ღვინის დაყენება შეინაური პირობებში“