დარგებიმემარცვლეობა

ივნისიდან რუსეთი წიწიბურას ექსპორტს აჩერებს

მსოფლიო ბაზარზე წიწიბურას ფასი ეტაპობრივად იზრდება. ფასები იზრდება რუსეთის და უკრაინის ბაზრებზეც.

რუსეთში, რომელიც საქართველოში წიწიბურას ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია, 2021 წლის დასაწყისიდან აპრილამდე წიწიბურაზე ფასი 4,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო აპრილის დასაწყისიდან დღემდე  _ 2,2% პროცენტით. ეს ციფრების რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის „როსტატის“ მონაცემებიდან არის აღბული, ამავე სამსახურის ცნობით 2021 წლის იანვარ-მარტში შარშნდელთან შედარებით წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და ამჟამად 1 ტონა წიწიბურა 571.2 აშშ დოლარი ღირს.

ბოლო პერიოდში რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი შეზღუდა და საბაჟო მოსაკრებელი გაზარდა, ხოლო წიწიბურა შიგა ბაზრის აუცილებელ პროდუქტთა ნუსხას დაამატა და ქვეყნიდან მისი ექსპორტი დროებით შეაჩერა.

რუსეთის მთავრობის განკარგულებით აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

გამონაკლისი მხოლოდ წიწიბურას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყენების დროს დაიშვება.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში წიწიბურას წარმოების კარგი პირობებია, როგორც ჯავახეთის ზეგანზე, ისე მთისწინეთის დღეს ნაკლებად გამოყენებულ სავარგულებზე. ქვეყანას ამ ბურღულზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება თითქმის სრულად შეუძლია.

წყარო: iz.ru