დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

კახეთის ადგილწარმოშობის ჯიშები

ქისი
მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან შესაძლებელია დამზადდეს ევროპული, კახური, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და სადესერტო ღვინო.

ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, მომ- რგვალო ფორმის ან ოდნავ ოვალური. სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტას ქვედა მხარეს ახასიათებს ხშირი შებუსვა.


მტევანი საშუალო სიდიდის, განიერ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომის, ოვალური თხელკანიანი, მწვანე-მოყვითალო შეფერვით, საშუალო კონსისტენციის, საკმაოდ დაფარული ცვილისებური ნაფიფქით. ხასიათდება ჯიშური არომატით.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის შუა რიცხვები; ყვავილობა მაისის ბოლო, ივნისის პირველი დეკადა; შეთვალება – აგვისტოს მეორე დეკადა. ჯიში საშუალო სიმ- წიფის პერიოდისაა. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 156-160 დღე. ხასიათდება ზრდის საშუალო სიძლიერითა და საშუალო მოსავლიანობით 60-80 ც 1 ჰა. მტევნის საშუალო წონა 195-280გ. ადვილად ავადდება ნაცრით. შედარებით გამძლეა ზამთრის ყინვების მიმართ.

ქისი პერსპექტიულია ქართლის მევენახეობის რაიონებისათვისაც.
ყურძნის წვენის შაქრიანობა: 20.0- 24,0%, საერთო მჟავიანობა: 6.0- 7.9გ/ლ, PH – 3.55

ხიხვი

სინონიმი: ჯანანურა

მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება სუფრისა და სადესერტო ღვინო. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჰარმონიული, ნაზი ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული კი მდიდარი და მაღალი გემური თვისებისაა.

ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი, მომრგვალო სამნაკვთიანი ან დაუნაკვთავი. ფირფიტის ზედა მხარე ბადისებრდანაოჭებული, ქვედა მხარე ხასიათდება საშუალო სიხშირის შებუსვით.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე, ცილინდრული ან ცილინ- დრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომის მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ღია მწვანე მოყვითალო ელფერით, მზის მხარეზე არუჯული, თხელკანიანი, საშუალო კონსისტენციის. გემო სასიამოვნო ტკბილი, კარგად

გამოხატული ჯიშური არომატით.
ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობა მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი; შეთვალება აგვისტოს დასაწყისი. ჯიში საშუალო პერიოდისაა. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 157-162 დღე. საშუალო ზრდის, მოსავალი 1ჰა 45-60ც, მტევნის წონა 160-175გ.

მეტად მგრძნობიარეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. განსაკუთრებით ნაცრის მიმართ. შედარებით ნაკლებ გამძლეა ზამთრის ყინვებისადმი. ჯიში ასევე პერსპექტიულია ქართლისა და მესხეთის სპეციფიკური მიკროზონებისათვის.
ყურძნის წვენის შაქრიანობა: 24.0 -25.0%, საერთო მჟავიანობა: 6.3- 8.0გ/ლ, PH – 3.53

გრძელმტევანა
მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ასევე მაღალი ღირსებისაა. გამოიყენება ზოგიერთი თეთრყურძნიანი ჯიშის ღვინის ხარისხის გასაუმჯობესე- ბლად. გარდა ამისა გამოსადეგია ადგილობრივი მნიშვნელობის სადე- სერტო ყურძნად.

ფოთოლი საშუალო ზომის, მომ- რგვალო ან ოვალური, ხუთნაკვ- თიანი. ზედაპირი გლუვი, ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სიხშირით.
მტევანი გრძელი, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, მხარი ზოგჯერ მტევნის სიგრძის ნახევარია. ხშირ შემთხვევაში დატოტვილი, საშუალო სიმკვრივის ან თხელი, მარცვალი საშუალო, მრგვალი, ან მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო შეფერვის. კანი თხელი, რბილობი ნაზი. სასიამოვნი გემოთი.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა იწყება აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობის დასაწყისი მაისის ბოლოს, ყურძნის შეთვალება ივლისის დასწყისიდან, სიმწიფე დგება სექტემბრის მეორე დეკადაში.

ავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 159-165 დღე. ვაზი საშუალო ზრდისაა. მოსავალი 1ჰა 58-60ც, მტევნის წონა 265-270გ.
საკმაო გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადების – ჭრაქისა და განსაკუთრებით ნაცრის მიმართ.

იტანს -16◦C ტემპერატურას. გამძლეა გვალვის მიმართ. ჯიში პერსპექტიულია ქართლის მევენახეობის რაიონებისათვის.
ყურძნის წვენის შაქრიანობა 22.0-22.4%; საერთო მჟავიანობა 6.6-7.5გ/ ლ, pH 3.55.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა იწყება აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავი- ლობის დასაწყისი მაისის ბოლოს, ყურძნის შეთვალება ივლისის დას- წყისიდან, სიმწიფე დგება სექტემ- ბრის მეორე დეკადაში. სავეგეტა- ციო პერიოდის ხანგრძლივობა 159 -165 დღე. ვაზი საშუალო ზრდისაა. მოსავალი 1ჰა 58-60ც, მტევნის წონა 265-270გ.
საკმაო გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადების – ჭრაქისა და განსაკუთრებით ნაცრის მიმართ.

იტანს -16◦C ტემპერატურას. გამძლეა გვალვის მიმართ. ჯიში პერსპექტიულია ქართლის მევენახეობის რაიონებისათვის.

სიმონასეული
საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო კარგი ღირსების, ინტენსიური შეფერვით და ჯიშური არომატით ხასიათდება.

ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. იშვიათად სამნაკვთიანი. ზედაპირი გლუვი ან ბადისებურად დანაოჭებული. ქვედა მხარ ხასიათდება სუსტი გართხმული შებუსვით. მის ქვემოთ მოფენილია სუსტი სწორმდგომი ბუსუსები.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, ცილინდრულ-კო- ნუსური ფორმის. მხარიანი. მხრები ხშირად ვითარდება მტევნის ორივე მხარეს, რაც მტევანს აძლევს ჯვრის სახეს. საშუალო სიმკვრივის ან მკვრივი. მარცვალი მომრგვალო, მუქი ლურჯი შეფერვის, საკმაოდ დაფარული ცვილისებური ნაფიფქით. რბილობი საშუალო კონსისტენციის, წვენი ოდნავ შეფერილი, განსაკუთრებული გემოს გარეშე.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობის დასაწყისი ივნისის პირველ დეკადაში, შეთვალება ივლისის მეორე ნახევარში, სიმწიფე სექტემბრის მეორე ნახევარში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155 – 160 დღე.

ვაზი საშუალო ზრდის, მოსავალი 1ჰა 48-50ც. მტევნის წონა 204-220გ. ჯიში პერსპექტიულია მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის.

სიმონასეული კარგი გამძლეობით გამოირჩევა ჭრაქისა და ნაცრის მიმართ. შედარებით გამძლეა ყინვისა და გვალვის მიმართაც.

ყურძნის წვენის შაქრიანობა 25.0- 26.0%, საერთო მჟავიანობა 7.0-7.5გ/ ლ, PH 3.40

წითელი ბუდეშური

სინონიმები: ბუდეშური შავი, ბუდეშური ვარდისფერი, თამარეული

საუფრე დანიშნულების, ნაზი პროდუქციის მომცემი ვაზის ჯიშია.

ფოთოლი საშუალო სიდიდის, მომ- რგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამხუთნაკვთიანი. ფირფიტის ზედა მხარე ბადისებრდანაოჭებულია. ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა შებუსული გართხმული ბუსუსებით.

მტევანი საშუალო სიდიდის, კონუსური ფორმის, მხარიანი ან განტოტვილი. თხელი ან საშუალო სიმ- კვრივის. მარცვალი საშუალოზე მსხვილი, ოვალური, ვარდისფერი, თხელკანიანი, რბილობი საშუალო კონსისტენციის, წვნიანი, განსა- კუთრებული გემური თვისებების გარეშე.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის პირველი ნახევრიდან; ყვავილობა მაისი ბოლო ივნისის დასაწყისი; შეთვალება სექტემბრის მეორე ნახ- ევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 159-164 დღე. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სახ- ეივნედაც.

მოსავალი 1ჰა 100-120ც. მტევნის წონა 250-300გ. ჯიში რეგულარული და უხვმოსავლიანია.

ჭრაქისა და ნაცრის მიმართ საკმაოდ გამძლეა. ადვილად ზიანდება ვაზის აბლაბუდისმკეთებელი ტკიპათი. ყინვისა და გვალვის მიმართ საშუა- ლო გამძლეა.

ჯიში პერსპექტიულია ქართლის მევენახეობის რაიონებისათვის.
ყურძნის წვენის შაქრიანობა 19.2- 20%; საერთო მჟავიანობა 4.5-6.1გ/ ლ; PH 3.56

ლონდა მამასახლისაშვილი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი