აგროსიახლეები

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა, ერგნეთი, ნიქოზი, ტყვიავი, ზემო ხვითი, ყელქცეული, ფხვენისი, შინდის დაისეტყვა, როგორც ადგილობრივები ამბობენ სეტყვა 10-დან 20 წუთამდე გრძელდებოდა. 

დასეტყვილია ვაშლის ბაღები, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულია. 

სეტყვა გორის რაიონის სხვა სოფლებშიც იყო, თუმცა არა ისეთი ძლიერი, როგორც ზემოჩამოთვლილ სოფლებში და აქ არც ზარალია მნიშვნელოვანი.

სეტყვა იყო ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: ბრეძაში, კოდაში, ატოც ში, ჭვრინის ში, აბანო ში, საციხურ ში, ძლევიჯვარში, სასირეთ ში, ბრეთის მეურნეობაში , ტახტისძირ ში, დვანში, დირბი, ავლევში, ცერონისსა და კნოლევში.