კალმახა სოკოს წარმოების ტექნოლოგიური რუკა
ტექნოლოგიური რუკა შედგენილია აბაშის კოოპერატივ “სოკოს სახლისათვის” და ემყარება გასულ წლებში ჩატარებული სამუშაოების მასალებს და განსაზღვრულია მიმდინარე და მომავალი წლის საკულტივაციო პერიოდის დამთავრებამდე გამოსაყენებლად.
კალმახა სოკო წლების განმავლობაში ვაწარმოებთ ე.წ. ინტენსიური მეთოდით. სოკოს კულტივირებისას მიღებული გამოცდილება გვარწმუნებს რომ სოკოს ბიზნესი მაღალშემოსავლიანი და რენტაბელურია. ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო, მრავალი საჭმელი სოკო არასაჭმელი და მომწამვლელი გახდა. ხელოვნური მოშენებისას სოკოთი მოწამვლის ალბათობა ნულის ტოლია-მხოლოდ იმ სოკოს მოსავალს ვღებულობთ, რომელი სახეობაც ითესება.
ბუნებაში შეგროვილ სოკოებში შხამებისა და მავნე ნივთიერებების შემცველობაზე კონტროლი შეუძლებელია. ხელოვნურად მოყვანილი სოკო თავისუფალია მატლებისგანაც.
სოკოს მოყვანა შესაძლებელია სოფლის მეურნეობის და წარმოების ნარჩენებზე (ნამჯა, სიმინდის ნაქუჩი, მზესუმზირის ჩენჩი, ბამბის გადამუშავების ნარჩენები). მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი სუბსტრატით შეიძლება ცხოველების გამოკვება, ხოლო ნიადაგში შეტანა აზოტით ამდიდრებს მას.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ გამოთავისუფლდა მნიშვნელოვანი შრომითი რესურსები, რომელთა ნაწილის დასაქმებაც, ეკონომიურად გამართლებული
იქნება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, ერთ-ერთი მათგანი კი სოკოს წარმოებაა.
საკულტივაციო ნაგებობის მოთხოვნები
♦ ტემპერატურისადმი კულტურის (შტამის) მოთხოვნილების შესაბამისად, სათბურში შენარჩუნებული უნდა იყოს მუდმივი ტემპერატურა (უმნიშვნელო
მერყეობით), 10-25°C -ის ფარგლებში.
♦ სავენტილაციო აღჭურვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჰაერის თანაბარი განაწილება, უნდა გამოირიცხოს ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ამაღლება, დასაშვებ ზღვარზე ზევით.
♦ სათავსოში ტენიანობის რეგულირება შესაძლებელი უნდა იყოს 90%-ის ფარგლებში (მერყეობა 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს).
♦ სათავსო დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისაგან.
♦ სათავსო უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა სასმელი წყლით, კანალიზაციის ქსელით, ელექტროენერგიით.
კალმახა სოკოს წარმოების ტექნოლოგიური რუკა სრულად იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://www.care-caucasus.org.ge/uploads/Mushroom.pdf