აგროსიახლეები

კარგი შესაძლებლობა მცირე ფერმერებისთვის

დღეს 2022 წლის 26 მარტს „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, „საერთაშორისო კულტურული სივრცის“, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ეგიდით ელკანას წევრი ფერმერების მიერ წარმოებული აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

თბილისში, დიდ დიღომში, გუდვილის ცენტრალურ შესასვლელთან, მოწყობილ სპეციალურ სავაჭრო სივრცეში, გუშინ და დღეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ფერმერებმა, გამოიტანეს თავიანთი ნაწარმი: ეკოლოგიურად სუფთა ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა სახის ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ჩურჩხელა, ხილის წვენი, მრავალფეროვანი ალკოჰოლიანი სასმელები, ხილის და ბოსტნეული ჩირი, ჩურჩხელები, ჩაი, ხელნაკეთი სამკაულები, აქსესუარები და სხვა.

77777777777777777777777777777777777777777777777777777777777777777777777777777

ანალოგიური გამოფენა-გაყიდვები კარგი შესაძლებლობაა მცირე ფერმერებისთვის მომხმარებელს გააცნონ და შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზი გამო (შესაბამისი შესაფუთი ტექნოლოგიების უქონლობა, წარმოებული პროდუქციის სიმცირე და სხვა) არ აქვს დიდ სავაჭრო ქსელებში თავიანთი პროდუქციის შეტანის საშუალება.

8888888888888888888888888888888888888888888888888888888888888888888888888

გუდვილის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით (მათ უფასოდ დაუთმეს ფერმერებს სავაჭრო სივრცე, შეუქმნეს სათანადო პირობები) და „საერთაშორისო კულტურული სივრცის“ კარგი ორგანიზებით, გუდვილში მოსულ მომხარებელს საშუალება მიეცა, პირდაპირ მწარმოებლებისგან შეეძინა მრავალფეროვანი მაღალხარისხიანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

გამოფენა-გაყიდვას სტუმრობდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელმაც ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციაც დააგემოვნა, ყოველ მათგანს გაესაუბრა და მოუსმინა.

99999999999999999999999999999999999999999999

დღეს გუდვილში მოსული მომხმარებელიც და ფერმერებიც კმაყოფილები დარჩნენ; დღის ბოლოს კი  ძირითადი პროდუქტების დახლები თითქმის დაცარიელდა.

როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, ანალოგიური ღონისძიება ტრადიციულია და კვლავაც გაიმართება, მეტიც, ანალოგიური გამოფენა-გაყიდვების მოწყობა დაგეგმილია სხვა ქალაქებშიც.