„კარტლისის“ სიმინდის მოყვანის იონოვაციური ტექნოლოგია

დღეს, 20 ივლისს კომპანია „კარტლისმა“ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ღია კარის დღე გამართა და ფერმერებს სიმინდის წარმოების ახალი ტექნოლოგია გააცნო.

საქართველოში სიმინდის საშუალო მოსავლიანობა 2016 წლის მონაცემებით ჰექტარზე 2,7 ტონას არ აღემატება. „კარტლისის“ მიერ 2 წლის განმავლობაში შემუშავებული სიმინდის მოყვანის ახალი, ინტენსიური ტექნოლოგიით, სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობა 6-ჯერ იზრდება და 15-16 ტონა მარცვალს აღწევს. აღნიშნული ტექნოლოგია სპეციალურად მცირე მეურნეობებისთვის დამუშავდა, რათა მათ მარცვლეულზე მოთხოვნილება სრულად დაიკმაყოფილონ და მეურნეობა რენტაბელური გახადონ. ცნობილია, რომ შინამეურნეობების წინაშე ჯერ კიდევ მწვავედ დგას სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოფა და ამ პრობლემის გადაჭრა დიდწილად შესაძლებელია „კარტლისის“ მიერ დამუშავებული ახალი ინტენსიური ტექნოლოგიით.

ღია კარის დღეს კომპანიამ ფერმერების წინაშე გამოიტანა და ვიზუალურად საინტერესო პრეზენტაცია გამართა მწერებისა და დაავადებების საწინააღმდეგო პესტიციდების შესატანი უახლესი ტექნოლოგიით, სასოფლო-სამეურნეო დრონის მეშვეობით.

ეს არის დრონის ტიპის საფრენი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია სამართავი პულტით, 500 მეტრის რადიუსში შეუძლია ფრენა-მანევრირება და ნათესის პრეპარატებით დამუშავება. იგი აღჭურვილია 10 ლიტრიანი ავზით, საიდანაც ტუმბოს და სპეციალური საფრქვეველების მეშვეობით პრეპარატი თანაბრად ესხურება მცენარეებს.

სასოფლო-სამეურნეო დრონით, რომელიც მიწისპირიდან 10 მეტრამდე სიმაღლეზე დაფრინავს, შესაძლებელია, როგორც თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესების, ისე ხეხილის ბაღების სწრაფად და ეფექტიანად დამუშავება.

კომპანია „კარტლისი“ უკვე 20 წელიწადია წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და მუდმივად ვითარდება. კომპანიის მთავარი მიზანი ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შემოტანაა.

კარტლისმა“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქვს განვითარებული ფერმერთა მომსახურების თანამედროვე ქსელი, სადაც ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას და სასურველ რჩევას იღებენ ყველა იმ პროდუქტთან და სიახლეებთან დაკავშირებით, რასაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.