დარგებიმებაღეობა

ხეხილის გასხვლის ვადები

პრაქტიკაში გასხვლის სამი ვადა არსებობს: შემოდგომა-ზამთრის, გაზაფხულის და ზაფხულის. საქართველოს მეხილეობის ძირითად რაიონებში სხვლის ჩატარების საუკეთესო ვადაა ფოთოლცვენიდან 20-25 დღის შემდეგ და გრძელდება გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე.
ამ პერიოდში მცენარე იმყოფება მოსვენების პერიოდში. წვენთა მოძრაობა შენელებულია. საკვები ნივთიერებები ლოკალიზებულია ფესვებში, შტამბსა და ჩონჩხის (დედა) ტოტებში, ამიტომ სხვლის დროს მცენარის საკვები ნივთიერებების მარაგი ნაკლები რაოდენობით იკარგება.

შემოდგომა-ზამთრის სხვლა შეიძლება ჩავატაროთ მთელი ზამთრის განმავლობაში, თუ ხელს არ შეგვიშლის კლიმატური პირობები (წვიმა, ძლიერი ქარი, – 50-ზე დაბალი ტემპერატურა). პირველად ისხვლება თესლოვანი, შემდეგ კურკოვანი კულტურები. ხეხილის ზრდის და მოსავლიანობის რეგულირებისთვის, გასხვლის გარდა მიმართავენ, პინცირებას, ტოტების დახრას, შემორგოლვას, ნაჭდევების გაკეთებას და სხვ.

მწვანე გასხვლა

მწვანე გასხვლა ტარდება ვეგეტაციის პირველ ნახევარში (15 ივნისამდე), რომლის მიზანი მცენარეების ზრდის შემცირებაა.მწვანე გასხვლის ტექნიკა შემდეგში მდგომარეობს, ერთწლიანი ტოტების სუსტად (ტოტის – 1/3-ის), ან საშუალოდ (ტოტის – 2/3-ის) დამოკლება და ტოტების ამოჭრა. ძირითადად გამოიყენება – ატმის, გარგარის და თესლოვნების კულტურებისთვის. ატმის მწვანე სხვლით მცირდება ხის ზრდის სიმაღლე, რაც იწვევს მოსავლიანობის გადატანას ქვედა პერიფერიულ (გვერდით) ტოტებზე. გარგრის მწვანე გასხვლით ხდება ტოტების მეორე ზრდის ინიცირება. თესლოვანებში ტარდება მეწლეობის ეფექტის შემცირების მიზნით.