აგროსიახლეებიდარგებიმემცენარეობა

ხორბლის სელექცია

ჩვენს პლანეტაზე ბოლო ათწლეულში მომხდარმა უჩვეულო კლიმატურმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ცხადყო ე.წ. გლობალური დათბობის თანმდევი მოსალოდნელი საფრთხეების რეალობა.

კლიმატური ცვლილებების შედეგად ფორმირებული, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალი ეკოლოგიური გარემო, მოითხოვს კულტურულ მცენარეთა ამ გარემოსადმი შესატყვისი ფორმების შექმნას, ამიტომ დღეს სელექციონერთა მთელი ყურადღება მიპყრობილია მცენარეთა ისეთი ჯიშების გამოყვანისკენ, რომლებიც უფრო მედეგია კლიმატური რყევებისა და ახალი დაავადებებისადმი, იძლევა უხვ მოსავალს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.

ახლა, როდესაც მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დგას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის საკითხი, სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად განსა-კუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პური და შესაბამისად ხორბლის მოვლა-მოყვანის საქმე დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე არასდროს. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა ხორბ-ლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში, ეჭვს აღარ იწვევს. ამას ადას-ტურებს ჩვენს სინამდვილეში ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის არსებობა. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩვენ გაგვაჩნია ხორბლის ევოლუციის ყველა საფეხურის შესაბამისი ენდემური სახეობები და ეს თავისთავად ძალზე ბევრის მეტყველია.

 

ჩვენს ქვეყანაში არსებულმა ბუნებრივ-ლიმატურმა და სხვა ფაქტორებმა, სტიქიურ-სპონტანურმა და ხალხურმა სელექციამ ხორბლის გარდა, სხვა კულტურულ მცენარეთა მრავალი მნიშვნელოვანი ჯიშით გაამდიდრა კულტურული მცენარეთა სამყარო. ამის ნა-თელი მაგალითია ქართული ხორბლის სხვადასხვა სახეობის ისეთი ჯიშების არსებობა, როგორიცაა: იფქლი, ზანდური, ქართული ასლები, დიკას სხვადასხვა ფორმები, ხულუგო, შავფხა, დოლისპური და სხვა.

ჩვენში შექმნილ, კომპლექსური იმუნიტეტით აღჭურვილი ხორბლის მრავალ ჯიშზე დაყ-რდნობით ჰიბრიდიზაციის და მუტაგენეზის გზით ქართველმა მეცნიერ-სელექციონერებ-მა გამოიყვანეს ჩვენი პირობებისათვის მორგებული უხვმოსავლიანი, ცხობის კარგი უნა-რის მქონე მრავალი საინტერესო ჯიში, რომლებმაც ფართო გასაქანი ჰპოვეს ჩვენში და სხვაგან. სწორედ ამ ჯიშებზე მეცნიერულ-სელექციური მუშაობის გაგრძელება მიგვაჩნია ერთადერთ უმოკლეს გზად თანამედროვე ეკოლოგიური გარემოსათვის შესატყვისი ჯი-შების შესაქმნელად და წარმოებისთვის სწრაფად გადასაცემად.

მეთოდიკა, რის მიხედვითაც დღეს საკონკურსო ჯიშთა გამოცდები ტარდება, იმდენად დახვეწილია, რომ ჯიშის ავკ-არგიანობის შეფასებისა და დახასიათებისას შეცდომა პრაქ-ტიკულად გამორიცხულია, შესაბამისად მაღალია ცდის შედეგების სარწმუნოების კოეფიციენტიც. ტერმინი „სწრაფად გადაცემა” არ გულისხმობს პირველადი მეთესლეობის სუ-პერელიტური და ელიტური სანერგეების გვერდის ავლას. ფერმერი, რომელიც ამ გზის გაუვლელ-დაურაიონებელ ჯიშის თესლს თესავს (ის რაც დღეს ჩვენთან ხდება), არ აქვს მნიშვნელობა ეს თესლი საქართველოშია გამოყვანილი თუ უცხოეთში, ემსგავსება იმ კა-პიტანს, რომელიც გემს უკომპასოდ, უგზამკვლევოდ მართავს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხე-ბა უცხოეთში წარმოებული იმ ჯიშებსა თუ ჰიბრიდს, რომელიც ჩვენში დარაიონებული და დარეგისტრირებულია.

საყოველთაოდ ცნობილი ხორბლის და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრები „სიმიტი” და „იკარდა” კოლოსალური მასშტაბების სასელექციო სამუშაოებს ეწევიან, ჩვეულებრივი ჰიბრიდიზაციის გზით ათასობით ჯიშ-ხაზებს ქმნიან და გამოცდების თუ ადგი-ლობრივ პირობებთან შეგუების მიზნით, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აგზავნიან.

ამ განხრით მომუშავე მრავალ მოწინავე ქვეყანაში გამოყვანილმა ჯიშ-ნიმუშებმაც შეიძლება ჩვენამდეც მოაღწიოს, რასაც სკეპტიციზმით კი არა, ყურადღებით უნდა მივუდ-გეთ, დავინტერესდეთ, რათა მათ სამეცნიერო დაწესებულებებიდან საკოლექციო სანერ-გეების, საკონკურსო და საწარმოო ჯიშთა გამოცდის ყველა პროცედურის გავლით თავი დავაღწიოთ გაუთვალისწინებელ შედეგებს, მცირემოსავლიან, ჩვენი პირობებისთვის მი-უღებელ და თუნდაც გენმოდიფიცირებული ჯიშების შემოღწევის პრეცენდენტებს.

ამდენად იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთათვის, ვინც სასოფლო-სამეურნეო კულტურე-ბის მოვლა-მოყვანით არიან დაკავებულნი სულერთი არ უნდა იყოს რა თესლთან აქვთ საქმე. მათ გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ საბედნიეროდ ჩვენში მრავლად არიან საუკეთესო მეცნიერ-სელექციონერები, ჯიშთა გამოცდის სპეციალისტები. შეუძლიათ დი-დი სამსახური გაუწიონ ფერმერებს ბუნების კაპრიზებით გამოწვეული კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის თვალსაზრისით.

მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება და შესაბამისი ფორმით სამსახურში ჩაყენება, ქვეყნის კეთილდღეობის მნიშვნელოვანი რეზერვია.

ირაკლი რეხვიაშვილი

/ მეცნიერების აკადემიური დოქტორი.