აგრარული განათლებარუბრიკები

ხვნის სიჩქარე

ხნულის ხარისხის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუთნის კონსტრუქციას და ხვნის ოპტიმალურ სიჩქარეს.
სხვადასხვა ნიადაგისთვის, ტენიანობის მიხედვით, დამუშავების ოპტიმალური სიჩქარე განსხვავებულია.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გაზრდილი სიჩქარით ხვნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კახეთის შავმიწა ნიადაგების დამუშავების ხარისხს. 

სტანდარტული კორპუსის მქონე გუთნების მოძრაობის სიჩქარეს თუ 6-7 კმ-სთ-მდე გავზრდით, ხოლო სპეციალური კორპუსების მქონე გუთნისას საათში 9-10 კილომეტრამდე, ნიადაგის ძლიერი გაფხვიერების შედეგად გაიზრდება მისი წვრილკოშტოვანი ნიადაგის რაოდენობა, ხნულის ზედაპირი უფრო სწორია, ნაკლებთხემიანი, ბელტების რაოდენობა მოიკლებს, კვალი უფრო ფართო და სუფთა იქნება.

თუ გუთანი წინმხვნელიანია, მაშინ უმჯობესდება ნარჩენების ჩახვნაც. ამიტომ, შემდგომ ასეთ ხნულზე უფრო მაღალი ხარისხით ტარდება კულტივაცია, აოშვა, გატკეპვნა და ფარცხვა.

. ალფაიძე,  . მოთიაშვილი. ჭანკვეტაძე