ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელი წესრიგდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 5,3 კმ სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.
შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება
აგროწარმოების შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.