ლეღვის კალმის მარტივად დაფესვიანება
ლეღვი ერთ ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხეხილად ითვლება, რომლის წარმოშობის ისტორია და კულტურის დასაწყისი უხსოვარი დროიდან მომდინარეობს.
ლეღვის ხის გამრავლება ხდება კალმებით, ამონაყრებით და იშვიათად მყნობით.
კალმებად იყენებენ ერთწლიან ნაზარდ ტოტებს, 20-25 სმ. სიგრძისას. კალმების აჭრა ხდება აპრილში.
კალმებს აფესვიანებენ სპეციალურად გამზადებულ ნაზავში(2 წილი ტყის მიწა +0.5 წილი ბიოჰუმუსი +0.5 წილი ქვიშა).