აგროსიახლეები

მანდარინის, ხურმის, კარალიოკის და თხილის ექსპორტის მიმდინარე მონაცემები

2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

 მანდარინის ექსპორტის მოცულობა აღნიშნულ პერიოდში,  2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით _ 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულება 4, 311 ათასი აშშ დოლარია.

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა _ 2,206 ტონით (35%), ხოლო ღირებულება – 856 ათასი აშშ დოლარით (25%) გაიზარდა.

2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3,089 ტონა), სომხეთში (3,052 ტონა), უკრაინაში (2,172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9.9 ტონა).

თხილის ექსპორტის მონაცემები 2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება:

იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:

სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი ( 252 ტონა), ალჟირი (193 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), საუდის არაბეთი (158 ტონა), ერაყი (144 ტონა), შვეიცარია (129 ტონა), მექსიკა (120 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22), ყირგიზეთი (22 ტონა) ტუნისი (15 ტონა) იორდანიასა (14 ტონა) და სხვა.

2