აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

მაყვალის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები/დევიდ პიჩა

მაყვალი (Rubus-ის სახეობა) მაღალი ღირებულების მქონე ბუჩქოვანი კენკროვანი კულტურაა, რომლის მოყვანა წარმატებით არის შესაძლებელი საქართველოს მრავალფეროვან აგრო-კლიმატურ პირობებში.

მაღალი ხარისხის მაყვლის სტაბილური მიწოდების შესაძლებლობის მქონე ფერმერებს გასაღების ბაზრის დიდი პერსპექტივა ექნებათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაყვლის წარმოების გრძელვადიანი მდგრადობისთვის საჭიროა მოყვანის და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება, ასევე, მოსავლის აღების პერიოდის გახანგრძლივება ჯიშების დივერსიფიკაციის და სათბურების გამოყენების გზით.

მაყვლის მოყვანა შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს, თუმცა მოყვანის ხარჯებიც საკმაოდ მაღალია… აუცილებელი წარმოების ხარჯები მოიცავს მაღალხარისხოვანი სანერგე მასალის შესყიდვას, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს, მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენას და სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების, საყრდენი სისტემის მოწყობის მასალას და ასევე დასარგავად, გასასხლავი, მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის აღების პროცესებისთვის საჭირო მუშახელს.

იხილეთ ბმული:
  https://wagripreneur.files.wordpress.com/2015/08/e1839be18390e183a7e18395e18390e1839ae18398_e1839be18390e183a7e18395e1839ae18398e183a1-e18391e18390e183a6e18398e183a1-e18392e18390.pdf