აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

მარტივი ტიპის სათბურის მოწყობა

 სათბურის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რომლიც ბევრ დროს და დანახარჯს არ მოითხოვს, მისი ჩვეულებრივი, პოლიეთილენის მილებით მშენებლობაა. ცხადია, გარკვეული  ხარჯის გაწევა მოგიწევთ, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ნებისმიერ ოჯახისთვის აღნიშნული მშენებლობა მაინც მომგებიანი ინვესტიცია იქნება.
მშენებლობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლიეთილენის ნებისმიერი მილი, ძველი, ახალი და ა.შ. მილების გარდა საჭიროა რკინის წნული, რომელიც თავისუფლად შევა მილში. ყველაზე კარგია, თუკი არმატურას გამოვიყენებთ, რომელიც 60 სმ სიგრძის ნაწილებად უნდა დავჭრათ, იმის გათვალისწინებით, რომ 20 სმ მიწაში უნდა ჩაიფლოს. საერთოდ, არმატურის სიგრძე, შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები, იმ შემთხვევაში თუ მიწა ძალიან მყარია და ისედაც კარგად დამაგრდება. მიწის ზემოთ, სასურველია, არმატურის 30-დან 40 სანტიმეტრამდე რჩებოდეს.

სათბრი 55555555555555555555555555555555

მშენებლობის დაწყებისას, პირველ რიგში, საჭიროა ადგილის შერჩევა. სასურველია ისეთი ადგილი აირჩიოთ, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივად განათებულია. ასწორებთ მიწას. ფიცრებისაგან კრავთ კარკასს, რომლსაც ათავსებთ შერჩეულ ადგილას, ამაგრებთ კუთხეებში. ამის შემდეგ საჭიროა კარკასის გასწვრივ მონიშვნების გაკეთება ფლომასტერის საშუალებით. მონიშვნა უნდა გაკეთდეს ყოველ 50 სანტიმეტრში.

მონიშნულ ადგილებში უნდა ჩაასოთ უკვე დამზადებული არმატურები. მიაქციეთ ყურადღება, იმას, რომ რაც უფრო ახლოს იქნება არმატურები ერთმანეთთან, მით უფრო საიმედოა კონსტრუქციაც და მით უფრო კარგად იქნება მასზე პოლიეთილენი მოჭიმული.

მას შემდეგ რაც მიწაში არმატურას ჩაამაგრებთ, მასზე უნდა ჩამოაცვათ წინასწარ გამზადებული პოლიეთილენის მილები. მილების სიგრძე განსაზღვრავს სათბურის სიმაღლეს. ეს, ცხადია, თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს, იქიდან გამომდინარე, თუ რა სიმაღლის და რა სიგანის სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამიტომ ასე, უნდა მოიქცეთ: განსაზღვრეთ კვლების რაოდენობა, მათ შორის მანძილი, ასევე, გაითვალისწინეთ კარების ზომა და მიიღებთ სათბურის სიგანეს. შემდგომ ამისა განსაზღვრეთ სიმაღლე და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მილების დაჭრა. მარტო აღნიშნულის გაკეთება გაგიჭირდებათ. ამიტომ აქ აუცილებლად საჭიროა ვინმეს დახმარება. დაამაგრეთ მილის ერთი მხარე, მეორე მხარე კი თქვენს დამხმარეს დააჭერინეთ. სასურველი სიმაღლის მისაღწევად, სათბურის შუაში დადექით და აწიეთ მილი საჭირო ზომაზე. ასე თქვენ მიიღებთ რკალს. სწორედ ამ რკალის სიგრძეზე დაჭერით დანარჩენი მილები. მიღებული მილის რკალები დაამაგრეთ თავის ადგილებზე, ანუ მიამაგრეთ ხის კარკასს.

სათბური 3333333333333333333

ხის ნაჭრებისგან გააკეთეთ დამჭერები სათბურის გვერდებში. დამჭერები მაგრდება ხის კარკასზე და ბოლო მილზე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ახლა განსაზღვრეთ კარების სიგანე. შემდეგ პოლიეთილენის მილი სათბურის მთელ სიგრძეზე მავთულით, ან თოკით მიამაგრეთ და სათბური, ფაქტობრივად, მზადაა.

პოლიეთილენის ფირის დასამაგრებლად აუცილებლად აირჩიეთ ისეთი დღე, როცა ქარი არ იქნება. ასევე, მოიმარაგეთ ხის ნაჭრები (ფიცრები). პირველ რიგში, საჭიროა ფირი გადააფაროთ მთელ კონსტრუქციას, როგორც სიგრძეზე, ისე წი­ნა და უკანა მხარეს. თავდაპირველად ფირს ამაგრებენ სათბურის ერთ მხარეს მთელ სიგრძეზე ხის ბოძებით, შემდეგ – მეორე მხარეს. ამასთან, მუდმივად უნდა აკონტროლოთ ფირის თანაბარი დაჭიმულობა. ფიცრების მიჭედება იწყება სათბურის შუა ნაწილიდან, და თანდათან მიიწევთ წინ, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ტოვებთ მხოლოდ კარის ადგილს.

კარს დაამზადებთ მორჩენილი მასალისგან და რამდენიმე საათში მარტივი სათბური მზადაა.