მარწყვის შემაღლებულ ბაზო-კვალზე და სხვა სისტემებით დარგვის მეთოდი
თანამედროვე მარწყვის პლანტაციებში ყველაზე ხშირად მარწყვს შემაღლებულ ბაზო-კვალზე („ბედი“) რგავენ.
მარწყვის გაშენების ამგვარი ტექნოლოგია ითვალისწინებს: დამულჩვას პოლიეთილენის , ან სხვა სამულჩე მასალის გამოყენებით, წვეთოვანი საირიგაციოს სისტემის გამოყენებას, რითაც მცენარეს აწვდიან წყალს და საკვებ ნივთიერებებს.
რადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების კონტროლს; საშუალებას იძლევა მარწყვის ნაყოფი იყოს სუფთა, ნაკლებად დაისვაროს მიწით დამაბინძურებლებისაგან.
აღნიშნული დარგვის სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან უპირატესად ორ რიგად, (ზოგჯერ 3-4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე.
შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20 – 30 სმ, სიგანე 35 – 50 სმ, კვლების შუაწერტილებს შორის დაშორება 1,1 – 1,3 მეტრი.
ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25 – 30 სმ-ს, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი – 15- 20 სმ-ს. დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება.
ერთმწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15 – 20 სმ-ს. საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე 5 – 7 მცენარე ირგვება.