მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა
აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საქართველოში მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც მომზადდა 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია მარცვლოვანი პროდუქციის ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი მის წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე.
კვლევამ შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები გამოავლინა.
კვლევა მიმოიხილავს მარცვლეული კულტურების მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 18 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 48 მილიონ ლარს.
კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს მარცვლეულის წარმოების ინდუსტრიაში გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები:
აქტივებზე მოგებამ საშუალოდ შეადგინა (ROA) -1%, მოგებამ კაპიტალზე კი _ (ROE) 19%. ამას გარდა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.
ინფორმაციის დეტალურად გასაცნობად გადადით ბროშურზე ან თანდართულ ბმულზე:
მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა