მეღორეობა _ ღორის სადგომი ბინების მშენებლობა
მეღორეობის ფერმის მშენებლობისათვის მშრალი 5%-იანი დახრილობის თიხნარი ადგილი უნდა შეირჩეს, რადგან სადგომი დაცული იყოს დატბორვისგან, გრუნტის წყალი არ უნდა იყოს 1,5-2 მეტრის სიღრმეზე.
მეღორეობის ფერმა უნდა იყოს დაცილებული საავტომობილო მაგისტრალიდან 150-300 მეტრით, ხოლო დასახლებული პუნქტიდან 1000-1500მ-ით, შენობა-ნაგებობა, ფერმები და სხვა კომუნიკაციები 150-200მ-ით.
მომსახურე პერსონალის ბინა ფერმიდან დაცილებული უნდა იყოს 20 მეტრით. მეღორეობის ფერმა კი უნდა აშენდეს ხარისხიანი საშენი მასალით, იყოს თბილი, ნათელი და კარგად ნიავდებოდეს.
საღორე ისეთნაირად უნდა აშენდეს, რომ ადვილი და მოსახერხებელი იყოს პირუტყვის მოვლა.
აუცილებელია ხელსაყრელ ადგილზე განთავსდეს ქვეშსაფენის შესანახი სათავსო.
მაწოვარი ნეზვებისთვის 1 სულზე 15მ³-ია საჭირო.
მშრალი სასუქი ნეზვებისთვის 6მ³-ი.
მოზარდისათვის 8 თვემდე 3,5მ³-ი.
ცუდი განიავების და მიკროკლიმატის პირობებში პროდუქტიულობა 20-40%-ით მცირდება.
ტემპერატურული რეჟიმი: მოზრდილი სულადობისთვის დაცული უნდა იყოს 16-20°C; ახალდაბადებული გოჭებისთვის _ 28–30°C, ერთ კვირის შემდეგ ახალდაბადებული გოჭების სადგომში ტემპერატურა 2°C-ით მცირდება და 20°C-მდე ჩამოდის.
საღორის ოპტიმალური ჰაერის ტენიანობა 60-70%-ია.
საღორის კედლის სისქე 50-60სმ უნდა იყოს.
სინათლის კოეფიციენტი 1: 12 შეფარდებით.