სამშაბათი, დეკემბერი 31, 2024
დარგებიმემცენარეობა

მელია – (Melia azedarach)

მელია შედის მელიასებრთა (მელიაცეაე) ოჯახში. აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში გვხვდება მისი 25-მდე სახეობა. მცენარე ფოთოლმცვენი ან მარადმწვანეა, 7-10, იშვიათად 15 მ-მდე სიმაღლის, გაშლილი ვარჯით, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით; ყვავილები წვრილი, ძლიერ წააგავს იასამნის ყვავილებს და ამიტომ ამ მცენარეს ხშირად ინდურ ან ირანულ იასამანსაც უწოდებენ, მცენარე 3-4 თვის განმავლობაში ყვავილობს, ყვავილი სურნელოვანია, მსხვილ მეჩხერ საგველებად შეკრებილი; ნაყოფი ხორციანი, ყვითელი 1,5 სმ-დე დიამეტრით, მტევნებად შეკრული, რომელიც ხეზე რჩება 2-3 წლის განმავლობაში.

ნაყოფს ცხიმზეთის შემცველობა 5-8%-ია, რომელიც „მარგოზას“ სახელწოდებითაა ცნობილი. იყენებენ ასევე განათებისათვის (რადგანაც იწვის უჭვარტლო, ნათელი ალით) და საპნისა და ლაქსაღებავების დასამზადებლად. ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი კარგად იქაფება და შეიძლება გამოიყენონ როგორც საპონი. კურკა შეიცავს 41%-მდე ცხიმზეთს და მისგან შეიძლება დაამზადონ საპონი და ლაქ-საღებავები.

მელიის ფოთლებიდან ღებულობენ მწვანე საღებავს და მისი ნახარში შეიძლება გამოიყენონ როგორც ინსექტიციდი; ფოთლებს და ფესვის ქერქს იყენებენ მედიცინაში. ფესვები ძალიან ღრმა და ძლიერი განვითარებული აქვს, რომელსაც შეუძლია ფერდობები ეროზიისაგან დაიცვას. სამშობლოში მის მერქანს სადურგლო საქმეში იყენებენ. მისგან მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ამზადებენ.

მელიას წარმოშობის კერებია მცირე აზია და ირანი, ზოგიერთი მეცნიერის მი-ხედვით – ინდოეთიც. ის თითქმის ყველგანაა გავრცელებული – აზიის, ამერიკის და აფრიკის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკულ რაიონებში. გვხვდება, აგრეთვე ყირიმის სამხრეთ ნაწილში შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში კარგად იზრდება, რომლის სიმაღლე 15-18 მ-მდე აღწევს, ფოთლებს ინვითარებს 7,5 სმ სიგრძის ფოთოლ-კავებს. ყვავილები იასამნის მსგავსი აქვს, ნაყოფი მრგვალი, ყვითელი, მოშავო იერ-ით.  თესლი მაგარ, მუქ, მურა ფერის გახევებულ ნაჭუჭშია მოთავსებული. აღმოსავ-ლეთის ქვეყნებში თესლიდან მძივებს აკეთებენ.

მელიას ცხიმოვანი ზეთი, მომწვანო, ყვითელია, არასასიამოვნო სუნისა და მწარე გემოს მქონე, მომშხამავი. მელიას ზეთისაგან დამზადებული საღებავი ძლიერ სწრა-ფად და თანაბრად შრება, რის გამო წარმოქმნილი აპკი გლუვი ზედაპირისაა, ელას-ტიურია, ახასიათებს მაღალი ელექტროძაბვებისადმი გამძლეობა, სიმსუბუქე, ატმოს-ფერული ნალექებისადმი მდგრადობა, წყალუჟონვადობა, მჟავებისა და ტუტეების მიმართ გამძლეობა. სარკისებრი, პრიალა ზედაპირის წარმოქმნის თვისების გამო მასზე ვერ სახლობენ წყალმცენარეები და აქვს იზოლირების დიდი უნარი. იგი მკვრივდება 70 და დნება 360 ტემპერატურაზე. მედიცინაში ნაყოფის რბილი პერიკარ-პიუმი იხმარება ჭიების საწინააღმდეგოდ. ფოთლებიდან მიიღება მწვანე საღებავი და  ნივთიერება, რომელიც რეკომენდებულია როგორც ინსექტიციდი.

მელია საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მისი ყინვებისაგან დაზიანება დასავლეთ სუბტროპიკულ რაიონებში არ შეინიშნება. მელია გვალვის ამტანი მცენარეა, კარგად ხარობს მწირ სილანარევ ნიადაგებზე, რის გამოც შეიძლება გამოყენებული იქნას მთის კალთების გატყევებისათვის.

მცენარის გამრავლება შეიძლება, როგორც გენერაციული, ისე ვეგეტაციური წესით – კალმებით, აღნიშნულია თვითჩათესვით გამრავლება. დათესვის წინ თესლს პერიკარ-პიუმი ეცლება, ითესება სათეს კვლებზე, და ნახევარი წლის შემდეგ ნათესარი სანერ-გეში გადააქვთ, სადაც ორი წლის განმავლობაში რჩება მუდმივ ადგილზე. დარგვისას მცენარის კვების არე უნდა იყოს 5,0-8,0 მ, ჰექტარზე 250 ძირი. მსხმოიარო-ბას მეექვსე-მერვე წელს იწყებს.

სრულმოსავლიანი ერთი ხე საშუალოდ 80-120 კგ ნაყოფს იძლევა, ხოლო ჰა-ზე საშუალოდ 20 ტონამდე. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში ან უფრო გვიანაც, რად-გან მწიფე ნაყოფი ხიდან ადვილად არ ცვივა და ნაყოფის დაკარგვას თითქმის არა აქვს ადგილი. საქართვლოში მისი განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.

ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი