მეფუტკრეობაში შეზღუდულად გამოსაყენებელი ნივთიერებები
მეფუტკრეობაში განსაკუთრებული კონტროლი არის დაწესებული თაფლში გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკების შემცველობაზე, ესენია:
ტეტრაციკლინები – (ოქსიბაქტოციდი, ოქსივიტი, ვესტა, ბიოვიტი) დასაშვები ნორმა _ 0.1 მგ/კგ;
სტრეპტომიცინი; დასაშვები ნორმა _ 0.1 მგ/კგ;
თილოზინი;
სულფანილამიდები.
ვეტერინარულ აფთიაქებში აღნიშნული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები დიდი რაოდენობით იყიდება, ამიტომ სამკურნალო საშუალების არჩევის დროს უმჯობესია მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს (ვეტერინარ-ფარმაცევტს).
თაფლში მათი დასაშვები ნორმა საკმაოდ მცირეა, გამოყენების შემთხევავში კი დასაშვები ზღვრული დონის გადაჭარბების ალბათობა დიდია!
წყარო: რეგულაციები თაფლის შესახებ