აგროსიახლეები

მესაქონლეობის ექსპო ბრუნდება

გყავს ჯიშიანი მსხვილფეხა საქონელი?
ფიქრობ, რომ შენი მსხვილფეხა საქონელი შეესაბამება ჯიშის სტანდარტებს?

მაშინ წარადგინე შენი ფერმა „მესაქონლეობის ექსპო 2022-ზე“ და გააცანი შენი საქმიანობა მომხმარებელს!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://bit.ly/3g0IfBy

ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“ რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტიორობით. მესაქონლეობის ექსპოს მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.