მედია ფერმერებისთვის TV

მკითხველის კვალდაკვალ _ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს აგრარულ დარგს

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, აგროპორტალი agronews.ge და ტელეკომპანია საფერავი ტვ აგრძელებენ გადაცემათა ციკლს საქართველოს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების და საერთოდ ქვეყნის აგროკლიმატური შესაძლებლობების წარმოჩენის, ამ შესაძლებლობების და  რესურსების სწორად მობილიზების, მასთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნიკის და აგროტექნოლოგიების  მაქსიმალურად ეფექტიანად შერჩევის,  გამოყენების  მნიშვნელობის და მიღებული შედეგების შესახებ.

ჩვენი მიზანია უპირველეს ყოვლისა ფერმერს და შემდეგ ყველა სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანს, მივაწოდოთ ინფორმაცია რის მიღწევა  შეიძლება კარგად დაგეგმილი, შერჩეული და ზედმიწევნით სწორად გამოყენებული თანამედროვე აგროტექნოლოგიებით და სწორი აგრომენეჯმენტით სოფლის მეურნეობაში, რომ  ფერმერის შრომა იყოს დაფასებული სათანადო შემოსავლით მომხმარებელი ფერმერთა მიერ წარმოებული ჯანსაღი პროდუქტით.  

დღევანდელი გადაცემაც სწორედ ამ თემას ეხმიანება. სტუდიაში მოწვეული სტუმრები, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, მეცხოველეობის დარგის გამოცდილი მოღვაწე გიული გოგოლი და აგრობიზნეს მენეჯმენტის სპეციალისტი, დოქტორი ზურაბ მაღრაძე. გადაცემას მიჰყავს დიმიტრი კოსტაროვს.

გადაცემა სრულად იხილეთ აქ.