მედიასტატიები

მკურნალი ხეები

პრაქტიკულად ყველა ხე-მცენარე (გარდა ალვისა, თხმელისა და ველური იასამნისა) ადამიანზე განმაკურნებელ გავლენას ახდენს, კურნავს ფსიქიკურ აშლილობას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის სტრესსა და თავის ტკივილს, თუმცა, მაინც ჯობს, ვიცოდეთ თითოეული მათგანის გამაჯანსაღებელი თვისებები და თავისებურებები:

არყის ხე _  ხელს უწყობს ძალებისა და ყურადღების კონცენტრირებას, ენერგიის გადანაწილებას ორგანიზმში, ახდენს ჰაერის იონიზებას, ახალისებს და ხელს უწყობს შინაგანი წონასწორობის აღდგენას. მისი წვენი საუკეთესო ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევა.

 წიფელი _ ამაღლებს გამძლეობას სტრესების მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 მუხა _ ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს, ეხმარება ადამიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და ავსებს მას ენერგიით.

 წაბლი _ კურნავს რევმატიზმს და უძილობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფანტავს შიშს.

ფიჭვი _ ამშვიდებს, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას, ხოლო ფიჭვნარში სეირნობა კურნავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ფიჭვს მძიმე, მკვრივი ბიოენერგია აქვს, ამიტომ მათთვის, ვისაც გულის ან თავის ტკივილი აწუხებს, ფიჭვნარში სეირნობა რეკომენდებული არ არის.

ცაცხვი _ ამ ხის დადებითი ენერგია გულჩათხრობილ ადამიანებს გულისნადების გამხელაში ეხმარება. ცაცხვს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც კონცენტრირებულია ყვავილებსა და ყვავილის ფოთლებში. ყვავილებში თავმოყრილია პოლიფენოლები (ფლავონოიდები), ლორწოვანი ნივთიერებები და მცირე რაოდენობით ეთეროვანი ზეთი, არომატული მჟავები და ტანინები.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია ცაცხვის ჩაი, რომელიც დაბლა სწევს ტემპერატურას და აცხრობს ხველას. ცაცხვის ნახარში შესანიშნავად ასუფთავებს ფილტვებს მიკრობებისგან. ცაცხვს ხშირად რთავენ სააფთიაქო ფიტონარევების შემადგენლობაში, როგორც გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებას. ცაცხვის ჩაი შეიძლება მიიღოთ ასევე ორგანიზმის მოსამაგრებლად. ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილებისა და ფესვებისგან არის დამზადებული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა.

თუ ანთება გაქვთ, გირჩევთ, ვერხვს ან ალვის ხეს ჩაეხუტოთ. აკაციის ბიოენერგია ადამიანს ახალისებს და სიმსუბუქეს მატებს. აკაცია უნივერსალური დონორია და იგი ყველას სჭირდება.

 ცირცელს აკაციის მსგავსი ბიოენერგია აქვს, მაგრამ გაცილებით სუსტი.

 ბროწეული _ კარგი იქნება, თუ მას სახლში ან სახლთან ახლოს გაახარებთ. ის ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სტიმულს აძლევს მას.

 ლიმონი _ წმენდს ჰაერს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, გვეხმარება არასასურველი გარეგანი ფაქტორების შედეგად დასუსტებული ბიოველის აღდგენაში.

 კაქტუსი _ რაც მეტია ეს მცენარე ჩვენ ირგვლივ, მით უკეთესი. კაქტუსი ანეიტრალებს რადიაციულ ზემოქმედებას. გარდა ამისა, მისი ბიოველი სტიმულს აძლევს ეროგენულ ზონებს. კაქტუსი უმჯობესია ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს განათავსოთ.

გაზაფხული ხეებთან „ურთიერთობისთვის” საუკეთესო დროა. წლის ამ პერიოდში ხეები იღვიძებენ და კარგად ითვისებენ პათოგენურ ენერგიას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. შეეხეთ ხეს, როგორც ძველ მეგობარს, რომელსაც ყველა ფიქრსა და დარდს უზიარებთ, ან, უბრალოდ, დასხედით ხის ძირას და დააკვირდით მისი ტოტების თანაბარ მოძრაობას. თქვენი აღელვებული, აფორიაქებული გული აუცილებლად დამშვიდდება.

წყარო: mkurnali.ge