აგროსიახლეები

მოლდოვა ეკოლოგიური სათესი მასალის წარმოებას იწყებს

ევროკავშირი მოლდოვაში ეკოსათესი მასალის წარმოების ახალ პროექტის დაწყებას მთლიანად უჭერს მხარს და მოლდოველ ფერმერებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

 „მცენარის თესლიდან – თარომდე“ – ასეთია სოფლის მეურნეობის პროექტის დევიზი, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს სერტიფიცირებული ორგანული თესლის წარმოებაში ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას – იუწყება Moldpres-ი.

პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, ლუქსემბურგის ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტისა და მოლდოვის მებაღეობისა და საკვები ტექნოლოგიების სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტის მიერ EU4 Business პროგრამის ფარგლებში.

„ორგანული მიწათმოქმედება და სასურსათი სისტემები მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, 2003 წლიდან დღემდე ორგანული სოფლის მეურნეობის დინამიკა განუხრელად იზრდება.

ჩვენ გვინდა ფერმერებმა პროექტის ფარგლებში ჩაატარონ ცდები, გაცვლონ ერთმანეთში საუკეთესო გამოცდილება და ეძებონ ალტერნატივები უფრო მდგრადი მეთოდების გამოყენებისთვის – მაღალხარისხიანი სათესი მასალის მისაღებად“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის მინისტრმა ვიოლერ ჰერჩმა (Viorel Herch).

პროექტი ყურადღებას ამახვილებს გორგლიან მცენარეებზე, განსაკუთრებით კარტოფილზე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სემინარების ორგანიზებას საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი ფერმერების ჩართვით, რათა გაზიარებული იქნას ეკოსათესი მასალის წარმოების, ლოჯისტიკისა და მარკეტინგის ლუქსემბურგის ფერმერთა გამოცდილება, აგრეთვე განისაზღროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გვალვასთან ადაპტირების მეთოდები.

წყარო: east-fruit.com.

2