აგროსიახლეები

მთაწმინდის პარკში თბილისის თაფლის ფესტივალი დასრულდა

ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.
„მთაწმინდის პარკში ჩატარდა თბილისის თაფლის ფესტივალი, რომელიც დარგის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ქართული თაფლის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ ბაზარზე. ქართული თაფლი დღითიდღე მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე; აღსანიშნავია, რომ მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ ექსპორტზე გატანის კუთხით.’’ აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

გამოფენის მიზანი მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და შიდა ბაზარზე თაფლის მოხმარების პოპულარიზება იყო.

თაფლის ფესტივალი საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას მხარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი უჭერდა.

#თადლისფესტივალი