მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და რომლებიც ერთმანეთს ნაყოფიერების გაზრდაშიც კი ეხმარებიან
ძველ დროშიც კი ადამიანებმა იცოდნენ, რომელი მცენარეები უნდა დაეთესათ გვერდიგვერდ და რომელი არა. რომელი მცენარეები ვერ იტანდნენ ერთმანეთს და რომელ მცენარეს შეეძლო დახმარებოდა მეზობელს ან პირიქით, გაანადგურებინა ის აღმოცენებამდეც კი.
მცენარეებს, რომლებიც კარგად ეგუებიან ერთმანეთს „კომპანიონი მცენარეები” ეწოდებათ.
მაგალითად, პომიდორი ეწყობა სტაფილოს, კამას, რეჰანს, აი, კარტოფილს კი ვერ იტანს.
რეჰანის მძაფრი არომატი აფრთხობს მავნე მწერებს, კამა, ოხრახუში კი იზიდავს მათ, რომლებსაც პომიდვრის დაზიანება შეუძლიათ. ამითომ ხშირად ნახავთ პომიდვრების რიგში რეჰანს, მისი წყალობით პომიდორს მავნე მწერები ნაკლებად ეტანებიან.
პომიდორი და კარტოფილი ერთი ოჯახის ბოსტნეულთა ჯგუფს ეკუთვნის. მათ ერთნაირი მწერები ანადგურებს და ერთიდაიგივე დაავადებებით ავადდება, ამიტომ მათი ერთად დარგვა მიზანშეწონილი არ არის.
ერთი სახეობის ბოსტნეულის მწკრივი სასიამოვნოა შესახედავად, მაგრამ მრავალფეროვნება და შერეული მცენარეების მწკრივები უფრო მოსავლიანია. ბოსტნეული უფრო კარგად იზრდება და ჯანმრთელია, მცენარეები ერთმანეთზე ზრუნავენ და აფრთხობენ მავნე მწერებს.
უცნაური იდეაა, მააგრამ გამართლებული, ბოსტნეულს შორის დარგით სხვადასხვაა სახეობის ყვავილოვანი მცენარე, ისინი გადაარჩენენ ბოსტნეულს მავნებლებისგან.
ზოგიერთ მცენარეს უბრალოდ არ უყვარს სხვა მცენარესთან ერთად სივრცეში ყოფნა. წიწაკა და ლობიო ერთმანეთს ვერ ეწყობა, ბარდას ურჩევნია ხახვის გვერდით ყოფნა, სალათი ვერ იტანს ბროკოლს.
კომპანიონი მცენარეები
კიტრის საუკეთესო მეზობლებიარიან: ბოლოკი, კომბოსტო, ბარდა, სალათის ფურცლები, პომიდორი და სიმინდი, ნიახური, მზესუმზირა.
კიტრი ვერ ეწყობა: სალბს, კამას, პიტნას, ცერეცოს.
პომიდვრის საუკეთესო მეზობლებია: ნიორი, რეჰანი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ბარდა, კომბოსტო, სალბი, ისპანახი, სალათის ფოთოლი.
ვერ ეწყობა: კარტოფილს და კამას.
წიწაკის კარგი მეზობლებია: რეჰანი, ხახვი, სტაფილო, ქინძი.
ვერ ეწყობა: ცერეცოს და ლობიოს.
ბადრიჯნის საუკეთესო მეზობლები: ბარდა, ლობიო, სალათის ფოთლები, უცხო სუნელი, რეჰანი.
ვერ ეწყობა: კარტოფილის და პომიდორს.
ბარდას საუკეთესო მეზობლებია: სტაფილო, სიმინდი, კიტრი, ბადრიჯანი, სალათის ფოთოლი, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი.
არ უყვარს: ხახვი და ნიორი.
ყაბაყის კარგი მეზობლებია: ლობიო, სიმინდი, პიტნა, ბოლოკი
ვერ ეწყობა: კარტოფილს.
კომბოსტოს უყვარს: ლობიო, ჭარხალი, ნიახური, გვირილა, კამა, დაფნა, პიტნა, ხახვი, ოგრეანო, კარტოფილი.
ვერ ეწყობა: მარწყვს და პომიდორს.
კარტოფილი კარგად ეგუება: ლობიოს, კომბოსტოს, სიმინდს, სალათის ფოთლებს, ხახვს, ქინძს, სელს.
ვერ ეწყობა: პომიდორს, კიტრს, მზესუმზირას და გოგრას.
სიმინდი კარგად იტანს: ბარდას, ლობიოს, სოიას, გოგრას, ნესვს, მზესუმზირას.
ვერ ეწყობა: ჭარხალს და ნიახურს.
ხახვის საუკეთსო მეზობლებია: კომბოსტო, კარტოფილი, მარწყვი, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, სალათის ფოთლები.
ვერ ეწყობა: ბარდას, ლობიოს და სალბს.
სტაფილოს საუკეთესო მეზობლებია: ხახვი, პრასი, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, ბარდა, სალბი.
ვერ ეწყობა: კამა
ბოლოკი საუკეთესოდ ეწყობა: კიტრს, ლობიოს, ბარდას, კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოს, სალათის ფოთლებს, გოგრას, პომიდორს, სტაფილოს და ხახვს.
ვერ ეწყობა: ოსპს
ჭარხალი საუკეთესოდ ეგუება: კომბოსტოს, ხახვს, პიტნას.
ვერ ეწყობა: ლობიოს.
გოგრა კარგად იტანს: სიმინდს, ლობიოს, მზესუმზირას, ბარდას, პომიდორს, ბოლოკს, პიტნას.
ვერ ეწყობა: კარტოფილის.
ლობიოს სასურველი მეზობლებია: სიმინდი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, პომიდორი, მარწყვი, კიტრი.
ვერ ეწყობა: ნიორს და ხახვს.
ნიორი საუკეთესოდ ეწყობა: პომიდორს, სტაფილოს, ბადრიჯანს, კომბოსტოს.
ვერ ეწყობა: ლობიოს და ბარდას.
საზამთროს და ნესვის საუკეთესო მეზობლებია: სიმინდი, ბარდა, ბოლოკი, მზესუმზირა, ჭარხალი.
ვერ ეწყობა: კიტრს.
ამის შემდეგ შეგიძლიათ განსაზღვროთ სად და როგორ დარგოთ მცენარეები. ზოგიერთი მებოსტნე მიიჩნევს, რომ არომატული მცენარეები პომიდორს სასიამოვნო გემოსაც აძლევს.
გაზაფხული ხვნა-თესვისთვის საუკეთესო დროა. წარმატებას გისურვებთ!
წყარო: https://popsugar.ge