მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები
ანწლი
25 გრამი მშრალი, ან 50 გრამი ანწლის ნედლი ფოთლები დააქუცმაცეთ და დაასხით 10 ლიტრი წყალი, დააყოვნეთ 24-48 საათით, გაწურეთ (გაფილტრეთ) და შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
ნაყენი ეფექტიანია ბუგრების წინააღმდეგ. ანწლის ნაყენის სპეციფიკური და მძაფრი სუნი აფრთხობს თაგვისებრ მღრღნელებს, ამიტომ მას საწყობებში, მარცვლეულის სა-ცავებში, ბეღლებში ასხურებენ. ასხამენ სოროებში.
ანწლის ფოთლები და ღეროები უნდა შეგროვდეს ყვავილობისა და მსხმოიარობის (ნაყოფის განვითარების) პერიოდში.
აბზინდა
- 0,5 კილოგრამ წვრილად დაქუცმაცებულ აბზინდას დასხით 10 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა ხის ნახარში, 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი, დაა-ყოვნეთ 3-5 საათით, შემდეგ კარგად გამოწურეთ და გამოიყენეთ კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ.
- ვაშლის ნაყოფისჭამიას მატლებ წინააღმდეგ ნახარშის დასამზადებლად აბზინდის ნედლი ყლორტები წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ 10 ლიტრიან ქვაბში (ნახევრამდე) დაასხით ცივი წყალი და ქვაბი შეავსეთ, დააყოვნეთ 24 საათის გან-მავლობაში. შემდეგ დაამატეთ მშრალი 700-800 გრამი მშრალი აბზინდა და ადუ-ღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი, გააციეთ, კარგად გაწურეთ და განაზავეთ წყალში 1:1-თან შეფარდებით.
ნაყენი გამოიყენება ნაყოფიჭამიების წინააღმდეგ.
ვაშლის ძირში დათესილი აბზინდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაყოფიჭამიას მავნებლობას.
გვირილა
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოიყენება წითელი, დალმაციური და სამკურნალო გვირილა.
გვირილის ყვავილები გამოიყენება სათბურის შესაბოლებლად. 1 კვადრატულ მეტრ ფართობს სჭირდება 5-6 გრამი ნედლეული. ამ შეფარდებით გვირილის ნედლეულს ათავსებენ ტაფაზე ან დაბალ ქვაბში და აცხელებენ ცეცხლზე (ელექტროღუმელზე, გაზქურაზე). წვისა და შებოლვის გასაუმჯობესებლად ნედლეულს უმატებენ 15-25 % (მისი წონის შესაბამისად) ამონიუმის გვარჯილას. იგი ეფექტიანია მავნე მწერებისა და ტკიპების წინააღმდეგ.
გულყვითელა
ნათესებში გულყვითელას შეთესვა ამცირებს ფუზარიოზით მცენარეების დაავადებას; ახშობს მიკრობებს, ბაქტერიების განვითარებას. ნაყენით ამუშავებენ ასტრის თესლს. ნა-ყენის დასამზადებლად 1კოვზ გულყვთელას თესლს უმატებენ 100 მილიგრამ წყალს, აყოვნებენ სამი დღის განმავლობაში, შემდეგ გამონაწურში 30 წუთის განმავლობაში ათავსებენ ასტრის თესლებს, აშრობენ და თესავენ.
***
კარტოფილის რიგთაშორისებში დათესილი გულყვითელა აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს, მავთულა ჭიებს. მისი წვენი აფრთხობს კოღოებს, ბუზებსა და კრაზანებს.
***
ნამატოდების წინააღმდეგ იყენებენ გულყვითელას თესლის ნაყენსაც. 200 გრამ თესლს უმატებენ 8-10 ლიტრ წყალს, გამოწურავენ და ასხურებენ დაავადებულ მცენარეს.