აგროტექნოლოგიები

მულჩირება

დღესდღეობით, როდესაც მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების დაზოგვა, შხამქიმიკატების გამოყენება და შრომითი დანახარჯების შემცირება, სულ უფრო მეტი ფემერი მიმართავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ერთერთი ასეთი მეთოდია მულჩირება, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოწინავე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმეობაში, განსაკუთრებით ბოსტნეულისა და კენკრის წარმოებაში.

მულჩი ეს არის მასალა, რომლითაც იფარება ნიადაგის ზედაპირი, მისი ორი ძირთადი სახეობა არსებობს არაორგანული და ორგანული. მულჩირება საშუალებას იძლევა:

შევამციროთ წყლის აორთქლება და მინიმალურამდე დავიყვანოთ ის, ეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, რომლებიც კულტურული მცენარეების აქტუირი ვეგეტაციის პერიოდში განიცდიან წყლის დეფიციტს (მაღალი ტემპერატურებისა და საირიგაციო წყლის სიმცირის გამო), მულჩირება აჩერებს ნიდაგის ერზიის პროცესებს
არეგულირებს ნიადაგი ტემპერატურას (დილით იგი თბება უფრო ადრე, ხოლო საღამოს ცივდება უფრო გვიან, დღე-ღამის მანძილზე ნიადაგის გათბობისა და გაცივების პროცესი ხდება უფრო თანბარი), აჩერებს სარეველების განვითრებას და შესაბამისად სამუშაოთა სიიდან აგდებს ისეთ შრომატევად და რთულ პროცესებს როგორიცაა თოხვნა და მარგვლა,
გამორიცხავს ჰერბიციდების გამოყენებას და შესაბამისად ამცირებს გარემოს ზედმეტ ქიმიურ დაბინძურებას.

ორაგნული მულჩი ამდიდრებს ნიადაგს საკვები ელემენტებით და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ჭიაყელების ცხოველქმედებისათვის, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს ჰუმუსით. მულჩირება აფერხებს ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას და მის დატკეპვნას. მულჩირებულ ნაკვეთზე, კულტურული მცენარეები ივითარებენ უფრო მძლავრ ფესვთა სისტემას, ვიდრე მულჩირების გარეშე.

მრავალი ფერმერი იყენებს სპეციალური შავი ფერის პოლიეთილენის ფირს, რომლის სისქე მერყეობს 20 მიკრონიდან 50 მიკრონამდე. ერთწლოვანი ბოსტნეულის წარმოებაში მიმართავენ თხელი 20-30 მიკრონიანი პლასტიკური ფირის გამოყენებას, რომლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6-8 თვიდან ერთ წლამდე, ხოლ კენკროვან კულტურებში გამოიყება უფრო სქელი პოლიეთილენის ფირი, ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფირები (ეს ფირების დამზადებულია განსხვავებული ტექნოლოგიით და შესაბამისად მათ აქვთ წყლის და ჰაერის გატარების უნარი) რომელთა ექსპლოატაციის ხანგრძლივობა რამდენიმე წელია.

მულჩირებას დიდ ფართობებზე მიმართავენ სპეცილური მულჩის დამგები მანქანებით, გაზაფხულზე ნიადაგი ჩვეულებრივ მოყავთ ფხვიერ მდგომარეობაში (გაზაფხულზე ატარებენ კულტივაციას ან ფრეზავენ ნაკვეთს), აკეთებენ შემაღლებულ კვლებს რომელთა სიგანე დამოკიდებულია თავად ტექნიკაზე, თუმცა მისი კლასიკური ზომები მერყობს 0,9 მ -დან 1,1-1,2 მეტრამდე. წინასწარ კვლებზე ათავსებენ ერთ ან ორ წვეთოვანი მორწყვის მილს.

დღესდღეობით მსოფლიოში და საქართველოშიც არსებობს აგრეგატები, რომლებიც ასრულებენ ყველა ზემოთ ჩამოთვილი ოპერციას ერთდროულად – ფრეზავს (აფხვიერებს) ნიადაგს, ასწორებს მის ზედაპირს, აკეთებს შემაღლებულ კვალს რომლის სიმაღლეც შეიძლება დარეგულირდეს 10 სმ-დან 30 სმ-მდე (ცალკეულ დანადგარებს შეუძლიათ უფრო მაღალი კვლების გაკეთებაც 30-50 სმ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი რეგიონებისათვის და კენკროვანი კულტურებისათვის), შლის წვეთოვან მორწყვის მილებს და აგებს სხვადასხვა სიგანის პოლიეთილენის ფირს.

მულჩის დაგებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფირის კიდეების მიწით თანაბრად დაფარვას, თუ რაიმე მიზეზის გამო (ტენიანი ნიადაგი, დამრეცი ნაკვეთი, ნიადაგის მძიმე სტრუქტურული შემადგენლობა, ქარიანი ამინდი და ა.შ.) ფირის კიდეები რამდენიმე ადგილას არ დაიფარა ქარიან ამინდში შექმნება საშიშროება რომ ქარმა ააძროს ფირი, ან დააზიანოს მასზე გადარგული მცენარეები.

მულჩირების ფირს ჩითილების გადარგვის წინ ამოჭრიან დანით ან მაკრატლით, ამოჭრილი ნახვრეტი უნდა იყოს ზომიერი, მცირედით უნდა აღემატებოდეს გადასარგავი ჩითილის სუბსტრტის დაიმეტრს, წინაამღდეგ შემთხვევაში შიქმნება იმის საფრთხე, რომ დიდი ნახვრეტიდან კულტურული მცენრის განვითარებამდე ამოაღწიონ სარეველებმა და მთი მოშორება დამტებით შრომი დანახარჯებს გამოიწვევს. დღესდღეობით არსებობს ჩითილის სარგავი მანქანები, რომლებიც თვითონვე ჭრიან ფირს და რგავენ ჩითილს. ჩითილის გადარგვის წინ მიმართვანე შემაღლებული კვლების მორწყვას.

გარკვეულ პრობლემებს ქმნის მოსავლის აღების შემდეგ ფირის ნარჩენების გაწმენდა, ამის გამო უკანასკნელ წლებში ევროპაში და ამერიკაში ინერგება სხვადასხვა ორგანული მასალების ნაზავისაგან დამზადებული მულჩირების ფირების გამოყენება, რომლებიც კულტურული მცენარეების ვეგეტაციის ბოლოსათვის თვითონვე იწყებენ დაშლას.

მცირე და საკარმიდამო ნაკვეთებში უფრო მნიშვნელოვანია და უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ორგანული მასალებისაგან დაზადებული მულჩირების მასალის გამოყენებას. ამისათვის შეიძლება გამოვიყეონოთ თივა, კარგად გადამწვარი ნაკელი, ბალახის განათიბი, მოთიბული სარეველები (ისინი უნდა მოითიბოს თესლების წარმოქმნამდე), ნახერხი ან ხის ბურბუშელა, კარდონი და მუყაო და ა.შ.

ავტორი: ილია მჭედლიძე