დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ნანა მაჭარაშვილი _ ახალგაზრდა ფერმერი ქალი კახეთიდან

ახალგაზრდა ფერმერი ქალი ნანა მაჭარაშვილი კახეთიდანაა, ის პროექტ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“  (USDA Food for Progress SQIL) ბენეფიციარია.
ნანა შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “ფერმერის“ სტუდენტია. იგი ოთხი წელი სწავლობდა და მუშაობდა გერმანიაში, 2022 წელს კი ოცნების ასასრულებლად საქართველოში დაბრუნდა. მისი ოცნება პროფესიონალ ფერმერად ჩამოყალიბება იყო.
„პროექტი“ ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მეხმარება ჩემს მიზნებთან და ოცნებებთან მიახლოებაში. პროექტის ფარგლებში ეწყობა 1800 კვადრატული მეტრის ფართობის მერძეული საქონლის ფერმა, სრული აღჭურვილობით.
ფერმერი ქალი 3333333333333
ასეთი მხარდაჭერა ჩვენ, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტ სტიმულსა და ძალას გვაძლევს, ნაკლები შეცდომით გავუძღვეთ ჩვენს საქმეს და ოპტიმალური დანახარჯებით უზრუნველვყოთ მსხვილფეხა პირუტყვის კეთილდღეობა მათთვის საჭირო პირობების შექმნის გზით, რაც, საბოლოო ჯამში, მერძეული ჯიშის საქონლის ფერმის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობiს ზრდის წინაპირობაა“, _  ამბობს ნანა.
ნანას მაგალითზე ჩვენი პროექტი ქალთა თვისადმი მიძღვნილ კამპანიას #investinwomen უერთდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და “Land O`Lakes Venture37”-ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” (USDA Food for Progress SQIL), მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდასა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში.
გამოქვეყნებული შეტყობინების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
 Say hello to Nana Macharashvili, a dedicated young farmer from Kakheti. Nana’s journey has been positively impacted by the USDA Food for Progress SQIL project.
Nana is enrolled in the vocational education program “Farmer” offered by the Swiss Agrarian School Caucasus. She studied and worked in Germany before returning to Georgia in 2022 to fulfill her dream of becoming a professional farmer.
ფერმერი ქალი 222222222222
“The USDA Food for Progress SQIL project is helping me get closer to my goals and dreams. With the project’s assistance, I am set to establish and fully equip a dairy farm spanning 1,800 square meters. This support provides individuals like myself, engaged in agriculture, with additional incentives and strengthens our capability to carry out our work with fewer errors. This ensures the welfare of cattle by creating necessary conditions while optimizing costs. Ultimately, these efforts enhance the productivity and efficiency of the dairy farm”, – says Nana.
Inspired by Nana’s example, our project is joining the #investinwomen campaign dedicated to Women’s Month.
The U.S. Department of Agriculture Food for Progress Safety and Quality Investment in Livestock (USDA Food for Progress SQIL) project implemented by Land O’Lakes Venture37 in partnership with the Georgian Farmers’ Association aims at improving productivity and trade in the beef and dairy market systems in Georgia.
The contents of this Facebook post are the responsibility of the Recipient and do not necessarily reflect the views of the United States Department of Agriculture or the United States Government.
Nanuka Macharashvili