ნაცარი

ნაცარი — მცენარის დაავადება, რომელსაც იწვევს ნაცროვანი სოკოები. ნაცარი მცენარეს უვითარდება ზაფხულის დასაწყისიდან ფოთოლზეყლორტზეყვავილებზენაყოფზე აჩენს ნაცრისფერ ფიფქს (აქედან სახელწოდება). ფიფქი იზრდება და ხშირად მთლიანად ფარავს დაავადებულ ორგანოს. დაავადებული ფოთოლი ყვითლდება, მალე ხმება და ნაადრევად ცვივა. ნაყოფი მაგრდება და სკდება. ნაცარი დიდ ზიანს აენებს სასოფლოსამეურნეო კულტურებსა და ტყის ჯიშებს. განსაკუთრებით მავნეა ვაზის ნაცარი, მარცვლოვნებისატმისვაშლისმუხისთხილის ნაცარი და სხვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.