აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკები

ორგანო-მინერალური ჰუმინური სასუქები მათი მომზადება და ეფექტიანობა

მრავალმხრივი კვლევის საფეძველზე დიდი ხანია დადგენილია, რომ ორგანული ნივთიერებები, ნაკელი, ტორფი, კომპოსტები, მცენარეული ნარჩენები ნიადაგს მარტო საკვები ელემენტებით კი არ ამდიდრებენ, არამედ ისინი სხვადასხვა ქიმიურად და ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებების, მეტაბოლიტების, ვიტამინების და ხსნადი ფორმით ჰუმინის მჟავის წყაროდ ითვლება. ეს კი იწვევს მცენარის ფესვთა სისტემის გააქტიურებას, მცენარეს ამარაგებს საკვები ელემენტებით, ნიადაგში ზრდის მიკროორგანიზმების მოქმედებას, დაავადების მიმართ მცენარის მდგრადობას აძლიერებს. ზრდის ყინვაგამძლეობას. აწესრიგებს ნიადაგში ფიზიკურ თვისებებს ჰაერაციას, ტენტევადობას და სხვა.

ორგანული სასუქების ეფექტიანობაზე ბევრი გამოკვლევები არსებობს. საქარველოში ორგანული სასუქებიდან გარეულ სასუქებში ძირითადად გამოიყენებოდა ნაკელი. ნაკელის ეფექტიანობაზე, ასევე მწვანე სასუქების ორგანულ სასუქებად გამოყენებაზე ბევრი კვლევებია ჩატარებული. მაგრამ აღნიშნული სასუქების გამოყენების არეალი შეზღუდულია საქართველოში მეცხოველეობის განუვითარებლობის და სხვადასხვა კულტურების ბიოლოგიური თვისებების გამო. ტორფის, როგორც ორგანული სასუქად გამოყენებაზე გამოკვლევები გასულ საუკუნეში დაიწყო. ი.ს როზანოვი (1939) მიუთითებდა სუფთა ტორფის გამოყენების დაბალ ეფექტიანობაზე, ამიტომ უპირატესობა ტორფ-კომპოსტების გამოყენებას მიენიჭა.

1949 წელს ა.დ მენაღარიშვილმა შეიმუშავა ტორფ-ნაკელიანი კომპოსტის რეცეპტურა და მისი გამოყენება დაიწყო. მისი ეფექტიანობა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე სუფთა ტორფის, ასევე მაღალი იყო ტორფ-კომპოსტის, „ცეო-ტორფის“ და სხვა კომპოსტების ეფექტიანობა. ციტრუსების, ვაზის ერთწლიანი და სხვა მრავალწლიანი კულტურებისათვის.

ორგანო-მინერალური კომპოსტებიდან ერთ-ერთ პრესპექტიულ სასუქად ჰუმინური სასუქები ითვლება. ჰუმუნურად კი ისეთი სასუქები ითვლება, რომლებიც შეიცავს ჰუმინის მჟავას, წყალხსნად მარილებს. ესენია: ნა-ის, კ-ის და ამონიმის ჰუმატები, რომლებიც მცენარეებში ფერმენტალურ სისტემას აძლიერებენ, მცენარის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე მოქმედებენ როგორც სტიმულიატორები.

შემადგენლობის მიხედვით ჰუმუნური სასუქები ორ ჯგუფად იყოფა:

კომპლექსური ორგანო-მინერალური სასუქები, რომლებიც ჰუმინის მჟავას წყალხსნად ფორმასთან ერთად შეიცავენ მინერალურ საკვებ ელემენტებს — ჰუმაფოსს და ჰუმაფოსკას.

ზრდის სტიმულატორი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ხსნად ჰუმინს მჟავას და მცირე რაოდენობით გამოიყენება. რაც შეეხება კალიუმის ნატრიუმს, ამონიუმის ჰუმატებს ისინი გამოიყენება მშრალი სახით, როგორც ჩვეულებრივი სასუქები, აგრეთვე ხსნად მდგონარეობაში — ფოთლოვანი კვების დროს.

ჰუმინური სასუქების წარმოება გასული საუკუნეების 30-იან წლებში დაიწყო ს.ს დრაგუნოვი (1936). იგი ქვანახშირს და ტორფს ამიაკის და ორთოფოსფორმჟავას ნარევით ამუშავებდა. ჰუმინური სასუქების წარმოებას და მის ეფექტიანობას გამოკვლევები მიუძღვნა ლ.ა ხრისტევამ .

მაღალხარისხიანი ჰუმინური სასუქები უნდა შეიცავდეს 0,2%-ზე მეტ წყალში ხსნად ჰუმინის მჟავას, 1%-ზე მეტ აზოტს და ფოსფორს. Ph-ის არეალი 7,2-7,6 ფარგლებშია. Ph-ის შემცირება ან გაზრდა ჰუმინის მჟავის სხვადასხვა ხარისხით ხსნადობის გამო სასურველი არ არის.

ჰუმატები ტორფის ხის, ნახშირის, ქვანახშირის, დამუშავებით ნატრიუმის ან კალიუმის ტუტით მზადდება.

საქართველოში ტორფის ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს მაღალი ხარისხის მქონე ჰუმინო-ორგანული სასუქები. ჩატარებული ანალიზებით ირკვევა, რომ ფოთის ტორფში ჰუმინის მჟავის შემცველობა 33%-ია (ფ.შ. ჭანუყვაძე 1970).

ორგანო მინერალური ჰუმუნური სასუქების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტორფის ტენინანობას. გამოკვლევებით (ფ.შ. ჭანუყვაძე 1970) დადგენილია, რომ ჰუმუნის მჟავის მაღალი ხსნადობა ტორფის 50-60% ტენიანობისას მიიღწევა. რადგან Ph -7.2-8-მდე უნდა იყოს, ამიტომ ნატრიუმის ტუტის რაოდენობა Ph -ის გათვალისწინებით ფორმულის შესაბამისად ითვლება ტორფის.

ორგანო-მინერალური ჰუმინური სასუქების მომზადებისას ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გარდა ფოსფორმჟავას ნაცვლად ადგილობრივი ფოსფოროვანი სასუქების გამოყენება შეიძლება კერძოდ გოდოგნის ფოსფორიტები. ადამ ბერიძის გამოკვლევებით გოდოგნის ფოსფორიტების შესახებ კვლევები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იანი წლებშია დაწყებული. ამის მიუხედავად იგი დღესაც გამოუყენებელია, ამიტომ სასურველია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კვლევების ჩასატარებლად სქეციალური პროგრამა შეიმუშაოს.

ჰუმინურ-ორგანული სასუქების დამზადება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს იგი ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე მზადდება და მისი გამოყენება ყველა ნიადაგზე და ყველა კულტურაზე ძალიან ეფექტიანია.

რ. ტაკიძე

სოფ. მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ფ. ჭანუყვაძე

სოფ. მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“