აგრარული განათლებამე და ჩემი სოფელირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ორგანული სოკო შიიტაკეს (Lentinula edodes) წარმოების პერსპექტივა

სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული პროდუქტის მოპოვების თვალსაზრისით, ტყე გარკვეულ  როლს ასრულებს მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფასა და კვებითი ნორმების გაუმჯობესებაში, მითუმეტეს თუ ტყე გამოკვლეულია ეკოლოგიურ სისუფთავეზე  და დადგენილია მისი ორგანულობა.
ორგანულ გარემოში მოსული პროდუქტები შესაბამისად ორგანულია და მისი საბაზრო ღირებულება ხელოვნურად მოყვანილ იგივე სახეობის პროდუქტთან შედარებით გაცილებით მაღალია  რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი თემების ყოფა-ცხოვრებას აუმჯობესებს. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი, ყოველივე ამის პარალელურად, მეწარმეებისთვის ბიზნესის კეთების შესაძლებლობებიც უმჯობესდება.

ტყის პროდუქტების გეოგრაფიული გავრცელების არეალი და პროდუქტების მრავალფეროვნება შესაძლებელს ხდის შემოსავლის დამატებითი წყაროების შექმნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები თემებისათვის. შესაბამისად, სოფლის ტიპის დასახლებებს  ნელ-ნელა უჩნდებათ საშუალება გაიუმჯობესონ  ფინანსური მდგრადობა. ასევე შემოსავალი შედის ქვეყნის ბიუჯეტში.

სოკო ცოცხალ ორგანიზმთა ცალკე სამეფოა – ცოცხალი ბუნების დამოუკიდებელი და რცელი ჯგუფი მცენარისაგან განსხვავებით, სოკოს არ გააჩნია ფესვი, ღერო და ფოთოლი, არ შეუძლია საკვები ნივთიერებების წარმოქმნა და, ცხოველების მსგავსად, საკვებად მზა ორგანულ ნივთიერებებს იყენებს, ხოლო, ხავსებისა და გვიმრების მსგავსად, სპორებით მრავლდება, ტერმინში „სოკო“, როგორც წესი, თვალით ხილული, ნაყოფ სხეულების მქონე – მაკრომიცეტები მოიაზრება. დღეისათვის საქართველოში სოკოების 7,000-მდე სახეობაა აღრიცხული. მათგან 1,300-სახეობამდე მაკრომიცეტია. სოკო მცენარეულობის ყველა ტიპში გვხვდება. ის სხვადასხვა პირობებსა და სუბსტრატზე (გარემო, საიდანაც სოკო საკვებ ნივთიერებებს იღებს) იზრდება. მაკრომიცეტების უმრავლესობა ტყეებსა და ტყისპირებშია გავრცელებული. გარკვეული სახეობები გვხვდება მინდვრებში, ბაღებსა და პარკებში, სტეპებში, ნახევარუდაბნოებში, ჭაობებში და სხვ.

სოკოებს ბუნებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ, კერძოდ, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური წვლილი შეაქვთ დედამიწის ბიოსფეროში. სოკოები თანამონაწილეობენ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორებიცაა: ორგანული მასალებისა და ნივთიერებების დაშლა და მინერალიზაცია; ნიადაგის გამჭოლობის მოდიფიკაცია და აგრეგირების ხელშეწყობა; ნიადაგწარმოქმნის მიკრობიოლოგიური პროცესები, მათ შორის, ჰუმუსის ნივთიერებების სინთეზი; თესლების გაღივების გაადვილება, მათი საფარველის დაშლის გზით;  ბიოინდიკაცია, ანუ სოკოებისა და ლიქენების (სოკოსა და წყალმცენარისგან შედგენილი ორგანიზმები) გამოყენება გარემოს დაბინძურების (მათ შორის, ტყის მდგომარეობის) ინდიკატორად და სხვ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოკოს, როგორც მიკორიზის წარმომქმნელს: მიკორიზა ჭურჭლოვან მცენარეთა ფესვებისა და სოკოს ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრებაა. ასეთ დროს, სოკოს ჰიფები (აბლაბუდისებრი ძაფები, რითაც სოკო ნიადაგზეა დამაგრებული) გარს ეხვევა მცენარის ფესვებს და ამით ზრდის ფესვის შეხების არეალს ნიადაგთან. შედეგად, მცენარე უკეთ შეიწოვს წყალსა და მინერალებს, ხოლო სოკო მცენარისგან თავისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს იღებს.

ორგანულ არამერქნულ პროდუქტებში რომელიც მოიპოვება საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი როლი სოკოს უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხასიათდება მრავალი  ენდემური სოკოს სახეობით, ასევე ჩვენს ქვეყანაში  მრავლად გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში წარმოდგენილი სახეობებიც.

სოკო შიიტაკე ლკადლფკასდლ

შიიტაკე ორგანული  სოკო იაპონიიდან  ოცდაათ  წელზე მეტია  რაც სახელს იხვეჭს და მეორე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ , გაყიდვად სოკოებს შორის. მისი პოპულარობის მიზეზი ორგანულობა და სასარგებლო თვისებებია.  შიიტაკე (Lentinus edodes) სოკოა, რომელიც აზიურ მუხა „შიიზე“ იზრდება.

სოკო შიიტაკე თავისი რბილი ტექსტურის, ხის არომატისა და სასარგებლო თვისებების გამო ათასწლეულებია აზიაში საკვებად გამოიყენება. მისგან მრავალი გემრიელი და სასარგებლო კერძი მზადდება  თუმცა გარდა ამისა  იაპონელმა მეცნიერებმა    დაადგინეს , რომ მას ანტიკანცერული მოქმედება გააჩნია.  „ეს სოკო დღეს ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, როგორც ქიმიოთერაპიის დამატება“ – ადასტურებს მეცნიერი  ფრანკ დუბუსიშიიტაკე გამოიყენება ქიმიოთერაპიაში, რადგან მისი ერთ-ერთი პოლისაქარიდი – ლენტინანი აძლიერებს კიბოს „მკვლელი“ უჯრედების მოქმედებას, რაც აჩვენა არაერთმა კვლევამ. რაც შეეხება სიმსივნეების მკურნალობაში მის გამოყენებას, ეს პროცესი შესწავლის პროცესშია. შიიტაკე  აგრეთვე კარგი ანტიოქსიდანტია,  მისი რეგულარული მოხმარება სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად, გრძელვადიან პერიოდში, გვაძლევს კარგ შედეგს.  აგრეთვე ხელს უშლის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს. შიიტაკეს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია არის იმუნური სისტემის სტიმულირება. მისი პოლისაქარიდები ხელს უწყობენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებისგან თავდაცვაში. „შიიტაკე საკვები ბოჭკოების კარგი წყაროა, რომლებიც ლიპიდების დონეს სისხლში დაბლა სწევენ“ – ამბობს ფრანკ დუბუსი. მაგრამ, გარდა ამისა, შეიცავს შენაერთს, სახელად –ერითადენინი, რომელსაც აქვს ჰიპოქოლესტეროლემიური მოქმედება (სისხლში ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა). შიიტაკეს ეს თვისებაც მეცნიერულად დადასტურებულია.

რაც შეეხება მის შეძენას შიიტაკე იყიდება მშრალი სოკოს (დეჰიდრატირებული) სახით და ცოცხალი, ასევე კაფსულებსა და ამპულებში აზიურ და ბიო მაღაზიებში.  როგორც უკვე აღვნიშნეთ მეორე ადგილზეა გავრცელებულ გაყიდვად სოკოებს შორის.

ჩვენი ქვეყნის კლიმატური და ნიადაგური პირობები, მოგეხსენებათ, საქართველოში მინდვრის კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების გავრცელების 21 ზონაა, ხეხილის ვაზის, და სუბტროპიკული კულტურების გავრცელების 12 ზონა და 26 ნიადაგური ტიპი არის წარმოდგენილი, ასევე, არსებული მუხის ჯიშების სიუხვე საშუალებას იძლევა დაინერგოს საცდელი მეურნეობა სწორად განსაზღვრულ სატყეო ფართობზე, სადაც შეგროვების არეალებში შესაძლო დაბინძურების წყაროებს მოვსპობთ, გაუწევთ ხარისხის კონტროლს, გვეყოლება კვალიფიციური პერსონალი, შედეგად ჩვენ რამოდენიმე თვეში მივიღებთ საცდელ ორგანულ სოკო შიიტაკეს  (Lentinula edodes) მოსავალს.

ნინო ბჟალავა,  მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

Nino.bzhalava@gmail.com

გამოყენებული ლიტერატურა:  

  1. Franc Dubuis. Top Santé, N°261, Juin 2012, p. 72-73,
  2. საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, თბილისი 2022
  3. ელიზბარაშვილი., საქართველოს ჰავათბ., 2017.
  4. საქართველოს ნიადაგები-https://agrokavkaz.ge/pdf/saqarthvelos-niadagebi.html
  5. საქართველოს ტყე-https://forestry.gov.ge/Ge/Files/ViewFile/79

6, How to Grow Shiitake Mushrooms-https://urban-farm-it.com/blogs/mushroom-cultivation/how-to-grow-shiitake-mushrooms. 2023.