აგროსიახლეებიდარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

პავლოვნია გლობალური დათბობის წინააღმდეგ

პავლოვნია ანუ ადამის ხე, წარმოშობით ჩინეთიდან არის. მას განსაკუთრებული თვისებების წყალობით,  კაცობრიობას გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურების და პლანეტის გაუდაბნოებისგან დასაცავად ფასდაუდებელი სამსახური შეუძლია გაუწიოს. მას აქვს თვისება გააჯანსაღოს უნაყოფო ნიადაგი, შეისრუტოს 10-ჯერ მეტ СО2 ვიდრე ნებისმიერ სხვა სახეობის მცენარეს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში სელექციური სამუშაოების შედეგად გამოიყვანეს ახალი ჰიბრიდული სახეობა, რომლსა მნიშვნელოვნად აქვს გაძლიერებული დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეობის უნარი, არ იცვლის გარემოს და არ ზემოქმედებს სხვა სახეობებზე, რომელთა გვერდითაც არსებობს, ეს სტერილური კლონია, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიულად მიიღება.

პავლოვნია სიმაღლეში 27 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრში _  7-დან 20 მეტრამდე იზრდება, ფოთლების განი ხშირად 40 სანტიმეტრია. იზრდება სწრაფად და არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, კარგად ხარობს დაბინძურებული ნიადაგებში და დაბინძურების წყაროსთან ახლოს, წმენდს ნიადაგს მავნე ნივთიერებისგან. მისი ფოთლები აზოტით მდიდარია და ჩამოცვენის დროს ნიადაგში დაშლის შემდეგად მას სხვადასხვა მინერალებით ამდიდრებს. მცენარის დაჩქარებული ზრდისთვის სჭირდება ღრმა, კარგად დრენირებული ნიადაგი. კარგად ეგუება ღარიბ და ეროზირებული ნიადაგებს.
Павловния поглощает СО2: Дикоросы - сила истоковой природы
პავლოვნიას შეუძლია ადაპტირება სხვადასხვა კლიმატურ პირობებთან და ტემპერატურის მკვეთრი მონაცვლეობის -20°C-დან 45°C-მდე იოლად იტანს. მისი მთავარი თვისება, რაც მას უნიკალურს ხდის, ფოტოსინთეზის ეფექტიანობაა. ეს მცენარე მოიხმარს მეტ СО2 და გამოყოფს მეტ ჟანგბადს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მცენარე. ზრდასრული პავლოვნიის ხე  დღეში 21, 7 კილოგრამი СО2  შთანთქავს  და 6 კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს.  იზრდება სწრაფად,  7 წლის ასაკში 40 წლის მუხის ზომას აღწევს.
მცენარე გასხვლის შემდეგ  ენერგიის გენერირებას 7-ჯერ ზრდის.
პავლოვნიის აზოტით მდიდარი ფოთლები ნიადაგს ამდიდრებენ, ხოლო მიწაში ღრმად გასული ფესვები აჩერებენ ნიადაგის ეროზიას.
პავლოვნია კარგად იტანს სიცივეს, სიცხეს და ზომიერ გვალვას  1-2 წლის განმავლობაში. მცენარის სითბური დიაპაზონი მინუს 20ºС-დან + 40ºС-მდე მერყეობს. ყველაზე კომფორტულად თავს 20ºС-ზე გრძნობს.

Павловния листья: Дикоросы - сила истоковой природы

რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება პავლოვნია

 _ პავლოვნია შეიცავს ძალიან ცოტა ზეთოვან ნივთიერებას და ფისს;

_ მას ადაპტირება შეუძლია გაღარიბებულ და დაბინძურებული ნიადაგებთან ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში;

_ ის საუკეთესო საშუალებაა ისეთი ნიადაგებისთვის რომელიც დაბინძურდა  ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად;

_ შეისრუტავს ათჯერ მეტ СО2 ვიდრე სხვა ნებისმიერი მცენარე;

_ აჩერებს სხვადასხვა სახის ეროზიულ პროცესებს;

_ აუმჯობესებს ნიადაგის აერაციას და აფერხებს ტენის აორთქლებას;

_ ერთ წლი განმავლობასი პავლოვნიას შეუძლია სიმაღლეში 6 მეტრამდე გაიზარდოს;

_ კარგია სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სხვა დანიშნულების ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად.

რაში გამოიყენება პავლოვნია

ფოთლების გამოყენება შეიძლება ცხოველების საკვებად, რადგან აქვს ძალზე მაღალი საკვები  ღირებულებები, ასევე საუკეთესო საშუალებაა კომპოსტის მოსამზადებლად.

სწრაფი ზრდის გამო ის  ძალზე პროდუქტიული და რენტაბელური მცენარეა. სხვა უპირატესობებთან ერთად, აუცილებელია საგანგებოდ აღინიშნოს მის მერქნის საუკეთესო თვისებებზე. პავლოვნიას მერქნიდან მზადდება სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მუსიკალური ინსტრუმენტები.

პავლოვნიასმერქანს, მისგან დამზადებულ გრანულებს იყენებენ ბიომასად ბიოგაზის დანადგარებში ან სახლების გამათბობელ სისტემებშიგრანულებს. ის საუკეთესო მყარი ბიოსაწვავია ქვანახშირის, კოქსის,  მაზუთის დამატებად ან ჩასანაცვლებლად, აქვს ნეიტრალური  CO2 გამონაბოლქვი. 2 კილოგრამი გრანული 1 ლიტრი დიზელის ეკვივალენტურია, ამიტომ ენერგიის ერთეულზე გადაანგარიშებით დიზელთან შედარებით 2-ჯერ იაფია.

პავლოვნიის კულტივირება

პავლოვნიის გასაშენებლად ხელსაყრელი პერიოდებია: გაზაფხული და ადრიანი შემოდგომა.

ნარგავების დარგიდან პირველი 21 დღის განმვალობაში მორწყვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რათა დაფესვიანების სტიმულირება მოხდეს.

დღეს პავლოვნიის თესლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი გამოწერა ავტორიტეტული საიტებიდანაც შეიძლება.

ის ერთადერთი ჯიშია Scrophulariaceae სახეობის ოჯახიდან. ამ სახეობის ცხრა ჯიშის სამშობლო ჩინეთია, გამონაკლისების fortunei-ს და ქეჩისებრი პავლოვნიის გარდა, რომლებიც წარმოშობით ვიეტნამიდან და იაპონიიდან არიან.

ჩვენი აზრით, ეს ხე ერთ-ერთი ის ჯიშია, რომლის გამოიყენება დაბინძურებულ, დეგრადირებულ ნიადაგებზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლია.

კლიმატის ცვლილებების გამო სამხრეთის რეგიონებში ფიჭვი და კედარი უკვე ხმება, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული სითბოს მოყვარული და გვალვაამტანი მცენარეთა სახეობების შერჩევა, რომლებიც მათ ადგილს დაიჭერენ.  

საწარმოო მნიშვნელობით პავლოვნიას უკვე აშენებენ ფერმერები, შესაძლოა იგი უახლოეს პერიოდში მართლაც გახდეს მასობრივი, პოპულარული ენერგოეფექტიანი და ნიადაგდამცველი კულტურა.

სასარგებლო წყაროები: WorldPaulowniaPaulowniaTrees

წყარო: rodovid.me