აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

იისფერი კარტოფილი _ რით გამოირჩევა იგი თეთრი „თანამოძმეებისგან“?

ხუთი წლის წინათ ვარდისფერი ბოლქვები, იისფერი გულით ვულგარულად გამოიყურებოდა, ბევრ ფერმერს მის შესახებ საერთოდ არაფერი სმენოდა, მით უმეტეს, არ ენახა, ხოლო ვისაც ნანახიც ჰქონდა და დაგემოვნებული, ამ „საოცრების“ მიმართ  მაინც უნდობლობას იჩენდნენ.

_ „იისფერი პიურე“, „ვარდისფერი ფრი“? ფუ, რა საზიღრობაა“ _ ამბობდნენ დიასახლისები, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება იცვლებოდა და ეჩვეოდნენ ამ საოცრებას, ახლა კი ფერადი კარტოფილის პოპულარობა სწრაფი ტემპით  იზრდება.

 ჩვენ ვიცით, რომ კარტოფილის რბილობი თეთრია, ასევე არსებობს მოყვითალო ფერისაც, რაც სულაც არ გვაოცებს, მაგრამ ფერადი კარტოფილი, თანაც იისფერი გულით, მართლაც საოცრებაა.

რუსმა სელექციონერებმა ფერად კარტოფილზე მუშაობა 2007 წელს დაიწყეს, მაგრამ როგორც გაირკვა ისინი ამ საქმის პიონერები არ ყოფილან. რუსეთში ფერადრბილობიანი კარტოფილი XIX საუკუნეშიც იყო ცნობილი.

გრაჩოვის კატალოგში (1896წ.) აღწერილია ჯიში, რომელსაც გარსი შავი ჰქონია, ხოლო შიგთავსი მოშავო-იისფერი, გარნირად ძალიან მიმზიდველი და გემრიელი ყოფილა.

დღეს მსოფლიოში რამდენიმე ათეული ჯიშის ფერადი კარტოფილი არსებობს, მაგრამ საკმაოდ ძირია, ერთი კილოგრამი 5 აშშ. დოლარზე მეტი ღირს, ერთი კგ. ასეთი სათესლე კარტოფილი 3-5-ჯერ ძვირია.

იისფერი კარტოფილის პოპულარობის მთავარი მიზეზი მის შემადგენლობაა. ექიმი დიეტოლოგები და ჯანსაღი კვების მოყვარულები, რომ კარტოფილს პატივს არ სცემენ, ცნობილია, რადგან მასში დიდი რაოდენობით სახამებელია, რომელიც ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და სიმსუქნეს.

როგორც კი ჯერი მიდგება ფერად კარტოფილზე, ყველა მაშინვე თანხმდება, რომ ის ძალიან სასარგებლოა.

როგორც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ფერად, იისფერ ან ვარდისფერ კარტოფილს, უმაგრდებათ სისხლძარღვების კედლები, უმცირდებათ ათეროსკლეროზის და ონკოლოგიური დაავადებებით დასნებოვნების რისკი. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ კარტოფილში ძალიან ბევრი ანტოციანებია, სწორედ ის აფერადებს კარტოფილის რბილობს.

ექიმების აზრით ანტოციანები აფერხებენ ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ფერად კარტოფილში ანტოციანები მართლაც ჭარბადაა, მაგრამ ჩვეულებრივ იასამნისფერ ჭარხალში, წითელ ხახვსა თუ ტკბილ წიწაკაში ხომ არის ანტოციანები, რატომ ისინი არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც ფერადი კარტოფილი? შეიძლება შემოგვედავონ ოპონენტები.

რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ფერად კარტოფილში ის რამდენჯერმე მეტია.

იისფერ და ვარდისფერ კარტოფილში მარტო ბევრი ანტოციანები კი არა კაროტინოიდებიც ბევრია.

შესადარებლად:

_ ყოველ 100 გრამ ჩვეულებრივი კარტოფილის თეთრ რბილობში 50-დან 100 მილიგრამი ანტოციანებია.

_ ღია ყვითელ რბილობიანში _ 200 მილიგრამამდე

_ წითელ და იისფერ რბილობიანში _ 500-800 მილიგრამი.

რა შეიძლება ითქვას ფერად კარტოფილზე?

ფერადი კარტოფილით შეიძლება მოამზადოთ ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი კარტოფილით ამზადებთ: შეწვათ, როგორც ცხიმში ისე ღუმელში, მოამზადოთ „პიურე“. განსხვავებით ჩვეულებრივი კარტოფილისგან, იგი უნდა ხარშოთ 15-20 წუთი და აუცილებლად მარილიან წყალში (ზომიერად), წინააღმდეგ შემთხვევაში გაუფერულდება.

ფერადი კარტოფილიდან ძალიან ლამაზი ბლინები მზადდება.

ასეთი კარტოფილი ნედლადაც შეიძლება მიირთვათ, ამ დროს მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ბუნებრივია ვაშლივით კარტოფილის ჭამას არავინ დაიწყებს, ამიტომ უკეთესია თუ მას დაამატოთ ბოსტნეულის ტრადიციულ ცოცხალ სალათს. 

ფერადი კარტოფილის წვენი ბუნებრივი საღებავად საკონდიტრო ნაწარმში გამოიყენება.

როგორ მოვიყვანოთ ფერადი კარტოფილი, რამე  განსაკუთრებული საიდუმლოს გაგება დაგვჭირდება ამისთვის?

ფერადი კარტოფილის აგროტექნიკა არაფრით განსხვავდება  ჩეულებრივი კარტოფილის მოვლა-მოყვანის მეთოდებისგან. იისფერი და ვარდისფერი კარტოფილი დაავადებების მიმართ ვერ იჩენს გამძლეობას. სელექციონერებმა კარტოფილს დაამატეს ფერები, მაგრამ  ჯერ ვერ შეძლეს შეეძინათ მათთვის დაავდების მიმართ იმუნიტეტი, ამიტომ ფერად კარტოფილს მეტი გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

დათესვამდე ფერად კარტოფილის ტუბერები მუშავდება ბორის მჟავასა და სპილენძის კუპროსატში (1გრ. იხსნება 10 ლ. წყალში. ერთი ჭიქა ხსნარი ესხურება 10 კილოგრამ კარტოფილს.

ხსნარით დამუშავების შემდეგ ბოლქვებს უნდა შეეფრქვეს ნაცარი, ნახევარი ჭიქა 10 კილოგრამ კარტოფილზე.

წყარო:supersdovnik.ru