აგროსიახლეები

ფერმერის საინფორმაციო გზამკვლევი

ვიდეო სახელმძღვანელო განკუთვნილია ფერმერებისათვის ან/და მეწარმე სუბიექტებისათვის, რომელთა საქმიანობის სფეროც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან.
ვიდეოში თავმოყრილია საკვანძო საინფორმაციო წყაროები, მიმოხილულია ვებგვერდები, თუ სად და როგორ უნდა მიაკვლიოს ფერმერმა მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო სიახლეებს, მათ შორის, საკანონმდებლო, ფინანსურ, საგადასახადო, იმპორტ-ექსპორტთან თუ საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რესურსებს.

საინფორმაციო გზამკვლევის ბენეფიციარები არიან მცირე და საშუალო ზომის ფერმერები, საოჯახო მეურნეობები, რომელთაც არ აქვთ წვდომა, ან დამოუკიდებლად უჭირთ დარგთან დაკავშირებული სიახლეების მოძიება და არსებული პროგრამებით სარგებლობა.

ვიდეო მომზადებულია ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრის (GCAD) მიერ, ეფეს საქართველოს მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის პარტნიორობის ფარგლებში.

ვიდეოს ბმული – გასაზიარებლად: https://www.facebook.com/GCADFUND/videos/613314078267937

საკონტაქტო პირი: ნატო კლდიაშვილი, პროგრამის კოორდინატორი,

Kldiashvili.natali@gmail.com  +995 577 177 034