დარგებივეტერინარიამეფრინველეობა

ფრინველის ჭირი

ფრინველის ჭირი ვირუსული ძლიერ გადამდები დაავადებაა. ჭირით ავადდებიან ქათმები, ციცრები, ინდაურები, ხოხბები. ყველაზე უფრო ამთვისებელია ქათმები. ინფექციის ძირითადი რეზერვუარი და წყაროა დაავადებული ფრინველი.
სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 2-20 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის 43-44 გრადუსამდე აწევით. დაავადებულ ფრინველს ეკარგება მადა, ძლიერდება წყურვილი, ფრინველი ნაკლებად მოძრაობს, მოდუნებულია, არაფერზე რეაგირებს, ფრთაჩამოყრილი, თავჩაქინდრული განცალკევებით თვალებდახუჭული, ნახევრად ჩამჯდარი, ზოგჯერ გვერდზე ან მკერდზე წევს. დაავადებული ფრინველი აცემინებს, ახველებს, თავს აქნევს, სუნთქვა გაძნელებული და ხრინწიანი აქვს. როცა თავი დახრილი აქვს ლორწო სდის და ნისკარტის ბოლოზე ჰაერის ბუშტუკი წარმოიშვება.

ჭირის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სისხლიანი ფაღარათი, ადგილი აქვს ნერვულ მოვლენებს; მოძრაობის დარღვევა, ბარბაცი, წრიული ბრუნვა, თავის ტრიალი. ელვისებური ფორმის დროს ავადმყოფობის ხანგრძლივობა საათობით განისაზღვრება, მწვავე ფორმის დროს – 7 დღეა.

  ეკონომიური ზარალი

სხვა დაავადებებს შორის ჭირი ყველაზე ყველაზე მეტად აზარალებს მეფრინველეებს, რადგან ფრინველთა დაცემის ძალზე მაღალი პროცენტით ხასიათდება.

ფრინველის ჭირი მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარება, ამიტომ ფრინველებს პირველ რიგში  ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები უტარდება.